ლამარ ოდომი კვლავ საავადმყოფოში რჩება

0
53

კარდაშიანების ოჯახი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია, როგორც იცით რამდენიმე დღის წინ ქლოე კარდაშიანის ყოფილი მეუღლე, ლამარ ოდომი ნევადაში, ერთ-ერთ საროსკიპოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა კალათბურთელი სამი დღის განმავლობაში ვიაგრას იღებდა. ამას დამატებული ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები, რის გამოც NBA-ს ვარსკვლავი კომამდე მივიდა.

კარდაშიანების ოჯახმა როგორც კი ლამარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაიგო მაშინვე მის სანახავად გაემართნენ. ოდომს ყოფილი მეუღლე პალატიდან არ მოშორებია და ყველაზე მძიმე მომენტში მის გვერდით იყო. როგორც გამოცემები წერენ ქლოე მაშინაც ლამართან ერთად იყო, როდესაც კალათბურთელი გონს მოვიდა.

ამჟამად მდგომარეობა დასტაბილურდა, ლამარ ოდომის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცი უკვე ხელოვნური სუნთქვის აპარატის დახმარების გარეშე აგრძელებს მკურნალობას, თუმცა კვლავ პალატაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მის გვერდით კი კვლავ კარდაშიანების ოჯახის წევრები არიან.

მედიასაშუალებების ცნობით ორსულობის მიუხედავად კიმ კარდაშიანი რამდენჯერმე ეწვია ლას ვეგასს და ყოფილი სიძე მოინახულა. მის გვერდით იყვნენ კენდალ და კრის ჯენერებიც. რაც შეეხება ქლოე კარდაშიანს, ის ყოფილ მეუღლეს გვერდიდან არ სცილდება.

გამოცემები წერენ, რომ ქლოე ბოლო დღეების მანძილზე ლამარ ოდომის პალატას არ მოშორებია, ამის გამო ვარსკვლავი ძალიან გადაღლილი და განადგურებულია. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოკეთდება ცნობილი კალათბურთელი და როდის გამოწერენ ექიმები მას საავადმყოფოდან…