ლადო აფხაზავა: “ჩემს გაკვეთილზე ბავშვებს შეცდომის დაშვების უფლებას ვაძლევ…’

0
1293

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრილი სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო აფხაზავა სტუმრობდა.

შეგახსენებთ, ის საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და ახლა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს.

როგორც ნანუკასთან საუბრისას თქვა, საკუთარ გაკვეთილზე ბავშვებს შეცდომის დაშვების უფლებას აძლევს.

“ჩემი ბავშვობის პერიოდში პირიქით იყო, შეცდომა არ უნდა დაგეშვა, შიშში ვიზრდებოდით… მშობლის, დირექტორის, კლასის ხელმძღვანელის შიში მქონდა. ჩემს გაკვეთილზე პირიქითაა, სიმულაციურ თამაშებს ვაწყობ, რომ მოსწავლეებმა შეცდომები დაუშვან…
62 ბავშვი ტყეში მიმყავდა, რომ იქ გვეხმაურა და სხვადასხვა საქმის კეთებით მათთვის შემეძინა უნარები და დამოკიდებულება…’

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ კომენტარებში ლადო აფხაზავას განათლების მინისტრად დანიშვნას ითხოვენ.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here