კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

0
186

დღეს კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მსახიობი რუსეთში გადაღებებზე იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად გულმა უმტყუნა… ცნობილი მსახიობის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. მოსკოვში ის ერთ-ერთ ფილმში მონაწილეობდა, თბილისში კი სპექტაკლისთვის ემზადებოდა და ხშირად უწევდა აქეთ-იქით მისვლა-მოსვლა.

მსახიობის მეუღლე, განო მელითაური ორსულად გახლდათ და მოგვიანებით, შვილი შეეძინა…

დღეს სოციალურ ქსელებში კოტე თოლორდავა ბევრმა მისმა ახლობელმა გაიხსენა. მათ შორისაა ნინი დედალამაზიშვილი, რომელიც კოტესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: “დღეს 1 წელი გავიდა, რაც კოტიკა აღარ მყავს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს სიცოცხლეშივე..“. ანრი ჯოხაძე კი საკუთარ ფეისბუქ-სტატუსში“ აღნიშნავს: “დღეს, ერთი წელი გავიდა რაც კოტე თოლორდავა დაკარგა საქართველომ“.

რასაკვირველია, კოტე თოლორდავას მეუღლე, განო მელითაური აქვეყნებს ფოტოს კოტესთან ერთად და წერს: “სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here