კოტე მათითაშვილი„ იმედზე“ გადასვლას ეხმაურება: „რა ხელფასი, რის ხელფასი…“

0
3557

ექიმი კოტე მათითაშვილი, რომელიც კოლეგებთან, ნინო ჩოგოვაძესა და ლევან ხარაშვილთან ერთად 31 დეკემბრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდება, საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება იმ უარყოფით კომენტარებს, რომლებიც მართალია, ძალიან მცირედად, მაგრამ მაინც გამოიწვია „რუსთავი 2“-დან ექიმების სხვა არხზე გადაბარგებამ.

კოტე აღნიშნავს:

„აი, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით! ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ კარგად და მონდომებით, „იმედი“ იქნება თუ „რ-2“, მთავარი გუნდია და ადამიანები ,ვინც ამ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ! რა დაგემართათ, ადამიანებო, შეირგეთ და შეგვარგეთ რა! ვმუშაობთ და თავს არ ვიზოგავთ, რა ხელფასი, რის ხელფასი! წარმოდგენა არ გაქვთ, რა ხდება ტელევიზიებში და აქ იმოძღვრებით! არ შეიძლება ნეგატივის გაერეშე რომ წეროთ ?????? ვახ!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here