კიდევ ერთი ქართველი მოდელი, რომელიც მსოფლიო პოდიუმზე იკვალავს გზას

0
2378

17 წლის ქართველი მოდელი ანა შელია გზას წარმატებით იკვალავს მსოფლიო პოდიუმზე. ახლახან მან თეთრეულის ცნობილი ბრენდის „ეტამის“ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა ტოპმოდელებთან ერთად. ამ ჩვენებაზე გადაღებულ მის ფოტოებს ქართულ სოცქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში სიამაყით აზიარებდნენ.

ანა ამჟამად თბილისშია. ის საკუთარი კარიერის შესახებ ფიქრობს, თუმცა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას პიარის სფეროში აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ მოდელობა დროებითი საქმიანობაა.

ანა შეყვარებულია. მისი რჩეული მორაგბე ლაშა ლომიძეა. ისინი ერთმანეთს ძირითადად, უცხოეთში ხვდებიან.

ქართველ ლამაზმანს „ფორტუნა“ ინტერვიუსთვის შეხვდა.

ანა შელია:

ყველას ვახსოვარ ძალიან პატარა, 13 წლის. უკვე გავიზარდე, 17 წლის ვარ. უკვე არავის აქვს რეაქცია, ვაიმე, რა პატარააო, მაგრამ ისე, მაინც პატარა ვარ (იცინის). პირველად თბილისის მოდის კვირეულზე გამოვედი, ახალბედა დიზაინერების ჩვენებებში, 12 წლის ვიყავი. აქედან დაიწყო ყველაფერი. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here