ხათუნა ჟორდანიას მხიარული ცეკვა დაბადების დღეზე – “ნახეთ, როგორ მარცხდება ბოროტება, სახელად სიმსივნე!..”

0
1096

შოუბიზნესის ცნობილი სახეები ახლახან ერთ–ერთ დაბადების დღეზე ერთად შეიკრიბნენ. სოცქსელში უამრავი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ლელა წურწუმია, მამულიჩა, რუსა მორჩილაძე, ზურა ხაჩიძე, ხათუნა ჟორდანია, ნინი ქარსელაძე ერთობიან, მღერიან და ცეკვავენ.

ერთ–ერთი ვიდეო გამოაქვეყნა “ქართული ოცნების” პიარსამსახურის წარმომადგენელმა, ანა გოჩაშვილმა.

მან ატვირთვა ვიდეო, სადაც რუსა მორჩილაძის სიმღერაა გადაღებული. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორც ცეკვავს ხათუნა ჟორდანია ნინი ქარსელაძესთან ერთად. როგორც ანა წერს, ყველამ ნახა “პროფილი” და ხათუნა ჟორდანიას მძიმე სენის ისტორია, თუმცა ეს ვიდეო ცხადყოფს, როგორ მარცხდება ბოროტება, სახელად სიმსივნე.

გთავაზობთ ანა გოჩაშვილის სტატუსს:

“ალბათ, ბევრმა ვნახეთ პროფილი, ხათუნა ჟორდანიას მძიმე ისტორია და სენი, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლო და ძალიან მტკივნეულია… მერვე წუთიდან უყურეთ ამ ვიდეოს და ნახეთ, როგორ მარცხდება ბოროტება, სახელად სიმსივნე! ხათუნა ჟორდანია სულ მინდა ცეკვავდე და სულ მინდა იცინოდე! მინდა ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო იყო, იმსახურებთ შენ და ნინი!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here