ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

0
1748

14 სექტემბერს სახელგანთქმული ქართველი პიანისტი წინანდლის ფესტივალის სტუმარი იქნება – ის მაესტრო ზუბინ მეტასა და ფილარმონიული ორკესტრთან ერთად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

წინანდლის ფესტივალი ერთ-ერთმა კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად დააფუძნა. წინანდლის მამულში აშენდა ახალი, 1000 მაყურებელზე გათვლილი ამფითეატრი.

პროგრამაშია: ჯორჯე  ენესკუ –  ბუნების ხმები, რობერტ შუმანი – საფორტეპიანო კონცერტი, ლა მინორი, თხზ. 54; პეტრე ჩაიკოვსკი – სიმფონია 5, მი მინორი, თხზ. 64.

ბილეთები tkt.ge-ზე იყიდებოდა, თუმცა საიტზე ახლა რომ შეხვიდეთ, ვერც ერთი ბილეთის შეძენას ვეღარ შეძლებთ. ყველა ბილეთი აგვისტოსთვის უკვე გაყიდული იყო. საიტის ადმინისტრაცია წერდა, რომ ორგანიზატორებს შეიძლებოდა, გარკვეული ოდენობის ბილეთები დაემატებინათ, თუმცა ჯერჯერობით ახალი ბილეთები შესაძენად არ გამოსულა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here