ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!..

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!..

14 სექტემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილისა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ორკესტს ზუბინ მეტა უდირიჟორებს. კონცერტი გაიმართება წინანდლის ამფითეატრში, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

კონცერტს კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ აფუძნებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად აფუძნებს „წინანდლის ფესტივალს“. ამ წამოწყებას უამრავი სხვა კომპანიაც შეუერთდა.

კონცერტი „სილქ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შესრულდება ჯორჯე ენესკუს „Voix de la nature“, რობერტ შუმანის საფორტეპიანო კონცერტი და პეტრე ჩაიკოვსკის V სიმფონია.

ღონისძიებაზე 12 წელს ქვევით პირები არ დაიშვებიან.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო საიტზე tkt.ge. ბილეთების ფასებია: 120, 220, 250 და 280 ლარი. ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

July 17, 2017 / 2:29 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანუკი არეშიძის ახალი კოლექცია და ფასები – კაბები 1160 დოლარად ერთ-ერთ პრესტიჟულ საიტზე იყიდება

ანუკი არეშიძემ ახლახან „მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე“ ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ანუკის ახალმა კოლექციამ უკვე გადაინაცვლა ერთ-ერთ პრესტიჟულ მოდის საიტზე modaoperandi.com, სადაც აქამდეც იყიდებოდა ანუკის კოლექციიდან ნამუშევრები და და არცთუ დაბალ ფასად. ახალი კოლექციის ძირითადი ფერებია ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი, ვარდისფერი – აქ არის როგორც კაბები, ასევე შარვლები, ზედები, ქვედაბოლოები, ქურთუკები, პიჯაკები. […]

ლაშა რამიშვილი საბავშვო „სლავიანსკი ბაზრის“ ჟიურის წევრად მიიწვიეს

„სლავიანსკი ბაზარი“ როგორც ბავშვებს, ისე დიდ კონკურსანტებს შორის რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს. ის ბელორუსში ტარდება და საკმაოდ ცნობილი მუსიკალური კონკურსია. 2010 წელს ქართველი მსახიობი, მომღერალი და რადიოწამყვანი, ლაშა რამიშვილი, ვიტებსკში ამ კონკურსის მონაწილე გახლდათ, მიიღო პირველი ადგილი და ვლადიმერ მულიავინის სახელობის პრემია. 2016 წელს, ფესტივალის 25 წლის იუბილეზე, საპატიო სტუმარი გახლდათ, ხოლო წელს ჟიურის […]

არაბი მომღერლის ვიდეო, რომელიც MTV-ზე გავა, ქალაქ რუსთავში გადაიღეს

„ფეისბუქზე“ ირაკლი დანელია ავრცელებს არაბი მომღერლის ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, საქართველოში, კერძოდ, ქალაქ რუსთავშია გადაღებული. „არაბი მომღერლის ვალიდ ალჯასიმის კლიპი გამოვიდა. კლიპში ქალაქის ხედები, რუსთავის მერია, მერიის წინ არსებული მოედანი და განახლებული კოსტავას გამზირი მოხვდა. კლიპი უახლოეს დღეებში არაბულ MTV-ზეც ჩაეშვება. ვიდეორგოლი სიყვარულზეა. მისი გადაღების პროცესი რუსთავში სხვადასხვა ლოკაციაზე, მიმდინარე წლის 8 ივნისს მიმდინარეობდა. კლიპის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ხატია ბუნიათიშვილი მერლინ მენსონთან და შერონ სტოუნთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე მასთან ერთად შერონ სტოუნი და მერლინ მენსონი არიან. სად შეხვდა ხატია მსოფლიო ლეგენდებს უცნობია. ფოტოებს სციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს გამართავს!

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს გამართავს. ის თბილისში სექტემბერში ჩამოვა. ამის შესახებ დავთ საყვარელიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. გთავაზობთ მის პოსტს. „ყურადღება, ყურადღება! სუპერსასიხარულო ამბებია! 🙂 ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით სექტემბერში ჩამოვა საქართველოში. ორმაგად სასიხარულოა, რომ ზუბინ მეტასთან დაუკრავს ხატია ბუნიათიშვილი, რომლის დახმარებითაც, დიდი ძალისხმევით შედგა კონტაქტი ამ საოცარ ორკესტრთან. […]

ვისი გაცნობა სურს ხატია ბუნიათიშვილს?

"ფრენჩ ტივი TF1"-ის ცნობით, ხატია ბუნიათიშვილი და იან ბარტე, ოქროს ქიუს მფლობელები გახდნენ. ხატია იან ბარტეს შოუს ხშირი სტუმარია. პიანისტმა გადაცემაში, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ხატიასთვის ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც 2016 წელს დაფიქსირდა, მისი საყვარელი გუნდის წაგება იყო. კითხვაზე ვისი ნახვა გაახარებდა ყველაზე მეტად, პიანისტმა უპასუხა რომ ასეთი ადამიანი კრიშტიანო რონალდუ არის.

ხატია ბუნიათიშვილის ერთ კვირიანი დიეტა

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საზოგადოებას მხოლოდ მისი შემოქმედებით არ აოცებს, ის ფიზიკურადაც შესაშურ ფორმაშია და საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ისევე როგორც ყველა ლამაზ ქალბატონს, აღმოჩნდა, რომ ფორმაში ყოფნის საკუთარი საიდუმლო, ქართველ პიანისტსაც აქვს, რომელიც მან ნანუკა ჟორჟოლიანს გაუმხილა.

პარიზში ჩაწერილი “ნანუკას შოუ“ ხატია ბუნიათიშვილის შესახებ

„ნანუკას შოუს“ დღევანდელი გადაცემა, ხატია ბუნიათიშვილის შესახებ იქნება. ტელეწამყვანი და შოუს გადამღები ჯგუფი, ხატიასთან პარიზში ჩავიდა და ვიქ-ენდი მასთან ერთად გაატარა. პარიზული ვოიაჟის ამსახველ ფოტოებს, სოციალურ ქსელში, ნანუკას ვიზაჟისტი და მეგობარი მარი გოშხეთელიანი აქვეყნებს. ტელეწამყვანს გადაღებისას, პარიზში მისმა ქალიშვილმა მარიამ გეგუჩაძემაც ჩააკითხა.

რეკლამა