ხატია ბუნიათიშვილი კრის მარტინს Facebook-ზე სტატუსს უძღვნის

ხატია ბუნიათიშვილი კრის მარტინს Facebook-ზე სტატუსს უძღვნის

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველიმა პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილმა Coldplay-სთან ერთად ახალი ალბომის “A Head Full of Dreams”-ის შექმნაზე იმუშავა. გუშინ კი, პარიზში ბრიტანულმა ჯგუფმა კონცერტი გამართა, რომელსაც ხატია ბუნიათიშვილი პოსტით ეხმიანება: “ძვირფასო კრის. გუშინ პარიზში მე პირველად ჩავატარე კონცერტი თქვენთან ერთად. გასულ ღამეს პირველად პარიზზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მე ვიგრძენი ქალაქის გულისცემა, რომელიც მოთმინებით ელოდა არჩევანს სიყვარულსა და სიძულვილს შორის.

13 ნოემბრის შემდეგ მე პირველად ვიგრძენი სისხლის მოზღვავება, ემოცია რომელიც უნდა გასცე და მიიღო. შენმა მუსიკამ, შენმა უსაზღვრო სიყვარულის უნარმა ეს მოახდინა. ამდენ უცნობ ადამიანთან ერთად, ჩვენ განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდით, ვცეკვავდით, ვყვიროდით, ვტიროდით, ჩვენ გვიყვარდა. გუშინ საღამოს ეს მოხდა პარიზში. წარმოიდგინე, რომ არის ქვეყნები, სადაც ადამიანებს უშლიან სიყვარულს, ცეკვას, თავისუფლებას, რადგან დიქტატორები და ტერორისტები არ აძლევენ მათ ამის უფლებას. ისინი ისჯებიან, მათ კლავენ და აწამებენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავისუფლება სურთ“ – წერს ქართველი პიანისტი, რომელიც პოსტის დასასრულს მადლობას უხდის Coldplay-ს კოლაბორაციისთვის.

Khatia Buniatishvili

სიახლეები/

|

December 10, 2015 / 5:19 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ხატია ბუნიათიშვილის თბილისურ კონცერტზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება

28 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და  27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ მასპინძლობს მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავს, პიანისტს – რომელთან შეხვედრასაც ყოველთვის განსაკუთრებულად ელის ქართველი მსმენელი – ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი თქვენს წინაშე 28 სექტემბერს წარდგებიან! დირიჟორი ვახტანგ კახიძე. პროგრამაშია: პ.ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო კონცერტი N1 და  ი.სტრავინსკი – სუიტა ბალეტიდან “პეტრუშკა” […]

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს 50 000 ადამიანი დაესწრო

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი კვლავ აგრძელებს მსმენელის გაოცებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ახლახან მის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ როიანში გამართა. როგორც ვიდეოს თანმხლებ წარწერაშია ნათქვამი, ქართველი მუსიკოსის ამ კონცერტს არც მეტი არც ნაკლები, 50 000 ადამიანი დაესწრო. ხატიამ ყველა მათგანს გულითადი მადლობა გადაუხადა. (ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილის შესრულება პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე

14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი პარიზში, ეიფელის კოშკთან გაიმართა. ღონისძიებაზე გამოდიოდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც მოცარტის „ადაჯიო“ შეასრულა. პიანისტის შესრულებით აღფრთოვანება ვერ დამალა მსმენელმა და ასევე სოცქსელებშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. (ვიდეო)

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

ესპანური ტელევიზია ხატია ბუნიათიშვილს „პიანინოს ბიონსეს“ უწოდებს (ვიდეო)

„პიანინოს ბიონსე“ – ასე დაასათაურა ერთ-ერთმა ესპანურმა ტელევიზიამ სიუჟეტი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის შესახებ. მუსიკოსი პალმა დე მალიორკაზე კონცერტისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, მას ხანგრძლივი ტურნე აქვს, რომელიც მსოფლიოს გარშემო არაერთ ქალაქს მოიცავს. ხატიამ ეს სიუჟეტი საკუთარი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გააზიარა, რის შემდეგაც მას კომენტარები მოჰყვა. პიანისტის ერთ-ერთი უცხოელი თაყვანისმცემელი წერს: „საშინლად არ მომწონს ამ ვიდეოს სათაური. არავის […]

რეკლამა