ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

0
1094

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის „ფეისბუქი“ მკითხველებს ამცნობს, რომ მათი მოსწავლე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ელენე გოგალაძე ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლის უნივერსიტეტში, რომელიც აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს იღებს ყოველწლიურად.

„რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად?

ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? – დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ელენე გოგალაძეს! და აი, შედეგიც: ამ პატარა გოგომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია: ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute), რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%- ზე ნაკლებს.

ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან- ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია : სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს – აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ.

ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში.

ჩვენო საამაყო და საყვარელო გოგო, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალშიც უდიდეს წარმატებებს! გვჯერა , რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს ოჯახს, სკოლას და ქალაქს!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here