კეიკო მაცუის კონცერტი თბილისში 8 ნოემბერს გაიმართება

კეიკო მაცუის კონცერტი თბილისში 8 ნოემბერს გაიმართება

იაპონელი კომპოზიტორი და პიანისტი, კეიკო მაცუი თბილისს, „სოლოსა“ და „ალექს ფრომოუშენის“ მოწვევით, 8 ნოემბერს ეწვევა. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

„ნიუ ეიჯისა“ და ჯაზის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ქართველი მაყურებლის წინაშე თავისი ცნობილი კომპოზიციებით წარდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლოდინ ურინბაევის დირიჟორობით.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 29-30 სექტემბერს დაიწყება, ვებგვერდზე − www.tkt.ge  ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ SOLO-სთვის ექსკლუზიურად, 1-ელ ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს, ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება,  ხოლო ის, ვინც არ არის SOLO –  ბილეთს 60 ლარიდან შეიძენს.

სიახლეები/

|

September 26, 2017 / 3:31 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სიმღერა, რომელსაც გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო„ ევროვიაზე“ წარადგენს (ვიდეო)

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს […]

ბიორკი კახეთში, სვანეთში, გურიასა და ზემო აჭარაში იმოგზაურებს – მომღერლის ვიზიტის დეტალები

SOU ფესტივალის ხანგრძლივი მოლაპარაკებები თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკოსთან წარმატებით დასრულდა. ფესტივალისა და Rooms Hotels-ის ორგანიზებით, ისლანდიელი შემსრულებელი ბიორკი საქართველოს რამდენიმე დღით ესტუმრება და ორ ლაივკონცერტს გამართავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, კონცერტებია, მაგრამ ბიორკი აქ მხოლოდ საკუთარი მრავალწლიანი მუსიკალური გამოცდილების გასაზიარებლად არ ჩამოდის, ის აპირებს, რომ საქართველოდანაც […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა