კახა კინწურაშვილი „დურუჯის“ მფლობელი გახდა – კიდევ ვინ აიღო პრესტიჟული ჯილდო

0
2534

19 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა რიგით IX თეატრალური პრემია – „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ესწრებოდნენ.

„დურუჯი 2017“-ის გამარჯვებულები, ჟიურის წევრებმა და ლაშა პაპაშვილმა გამოავლინეს.

  • საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა დავით დოიაშვილს ( სპექტაკლი – „ბალიშის კაცუნა“ , ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი)
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული კახა კინწურაშვილი გახდა (სპექტაკლი – „ბალიშის კაცუნა“, ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი)
  • საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ნატუკა კახიძემ (სპექტაკლი – „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, მარჯანიშვილის თეატრი)
  • ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი გაიმარჯვა თამარ ოხიკიანმა (სპექტაკლი „ორკესტრის ტიტანიკი“, ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
  • საუკეთესო თანამედროვე პიესის ავტორი კი თამთა მელაშვილი გახდა. მან თეატრალური პრემია დურუჯი პიესისთვის „გათვლა“ მიიღო.

„დურუჯი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით, უკვე მეცხრედ ჩატარდა.

2017 წელს, ჯამში, პრემიის საორგანიზაციო კომიტეტში 18 თეატრის 33 განაცხადი შევიდა. 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი.

დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდა ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის, რომლებმაც 21 ნომინანტიდან 5 კატეგორიაში საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here