ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 120 ლარიდან დაიწყება

ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 120 ლარიდან დაიწყება

ბრიტანელი პოპშემსრულებელი, ჯეიმს ბლანტი საქართველოს 26 მაისს, მუსიკალური ფესტივალის „დამოუკიდებლობის დღე“ ფარგლებში ესტუმრება. ბლანტის საქართველოში ჩამოყვანას ახლად დაფუძნებული  საპრომოოუშენო კომპანია „Black Pearl Live“ უზრუნველყოფს.

დღეს „ჰუალინგში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა კონცერტის დეტალებზე ისაუბრეს. ჯეიმს ბლანტი ძველ ჰიტებს და ახალი ალბომიდან ნამუშევრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარმოადგენს. მის კონცერტამდე მაყურებელს ექნება საშუალება, სცენაზე ქართული ჯგუფები: „Young Georgian Lolitaz“ და „Loudspeakers“ წარდგებიან.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება პირველი დეკემბრიდან tkt.ge-ზე. ბილეთების ფასები: 120-140 ლარი, vip – 325 ლარი.

ჯეიმს ბლანტმა პოპულარობა 2004 წელს მოიპოვა, როდესაც მისმა You’re Beautiful”-მა „Goodbye My Lover“-თან ერთად მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მისი ალბომი 2000-იანი წლების ყველაზე რეიტინგულ ალბომად დასახელდა დიდ ბრიტანეთში, მას დიდი წარმატებები ჰქონდა ასევე აშშ-ში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ალბომის 11 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ზოგადად, მუსიკოსს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, დაიმსახურა მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო, მათ შორის გახლდათ „გრემის“ ხუთგზის ნომინანტი.

სიახლეები/

|

November 29, 2017 / 12:32 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

რეკლამა