ჯეიმს ბლანტი ქართველ მსმენელს ქართულად მიესალმა

0
1620

ბრიტანელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი ჯეიმს ბლანტი 26 მაისს საქართველოში ჩამოდის. შოუ მისი მსოფლიო ტურნეს – Afterlove-ის ნაწილი და მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტიპლატინური ალბომის “Moon Landing” შემდეგ შეიქმნა.

 
29 იანვარსს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჯეიმს ბლანტი ქართულად მიესალმა მსმენელს და აღნიშნა, რომ 2018 წლის 26 მაისს საქართველოს ესტუმრება.იგი მადლობას უხდის „Black Pearl Live“-ს და მსმენელს არაჩვეულებრივ საღამოს ჰპირდება. ჯეიმსმა მსმენელს შეახსენა, რომ ბილეთების ყიდვა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

 
ჯეიმს ბლანტი Afterlove ალბომთან ერთად შეასრულებს ყველა თაობის ჰიტებს – Goodbye My Lover და You’re beautiful. მასთან ერთად ფესტივალის ფარგლებში იმღერებს სამხრეთ-აფრიკული როკ ბენდი The Parlotones და ქართული როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers.

 
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა 31 იანვრის ჩათვლით შეიძლება.„Black Pearl Live“ კი 30 იღბლიანს საშუალებას მისცემს პირადად შეხვდეს ჯეიმს ბლანტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here