ჯაზ ფესტივალზე ცვლილებაა – კრის ბრაუნის მაგივრად ბათუმში ბასტა რაიმსი ჩამოდის!

0
2259

10 დღიანი ჯაზ მარათონი გრძელდება, თუმცა უკანასკნელი დღეების განავლობაში ამ უკანასკნელზე არა ერთი ცვლილება ოხდა. რამოდენიმე დღის წინ საქართველოში ჯეიმი კალუმის ჩამოყვანა ვერ მოხერხდა და ამ უკანასკნელის კონცერტი თბილისის ჯაზ ფესტივალზე – 10 ნოემბრისთვის გადაიტანეს. კალუმის ნაცვლად 22 ივლისს ლაინ აფში ნიკ ვესტი ჩასვეს, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს, კრის ბრაუნის კონცერტამდე უნდა გამოსულიყო.

ამჯერად საქართველოში ჩამოსვლაზე უარი კრის ბრაუნმა განაცხადა. მუსიკოსის წარმომადგენლები კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჩვენს რეგიონში არეულობაა და თვლიან, რომ საქართველოში ჩამოსვლა კრისისთვის უსაფრთხო არ იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ The Prodigy-ის კონცერტამდე გავრცელდა, თუმცა რამოდენიმე საათის განმავლობაში Eastern Promotion კრისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საბოლოოდ კონცერტი გაუქმდა, თუმცა შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორებმა მოახერხეს და სულ რამოდენიმე საათში კონტრაქტი ასევე ამერიკელ რეპერთან – ბასტა რაიმსთან გააფორმეს. ეს უკანასკნელი საქართველოს პირველად ეწვევა.

„მოვახერხეთ და სულ რამოდენიმე საათში ბასტა რაიმსთან გავაფორმეთ კონტრაქტი. შესაბამისად, კრის ბრანის ნაცვლად, 23 ივლისს მსმენელის წინაშე ბასტა რაიმსი ჯგუფის სრული შემადგენლობით გამოვა Black sea jazz festival-ის სცენაზე. დეტალურ ინფორმაციას კონცერტის დღეს მოგაწვდით. ყველანაირი სიახლე ჩვენს ვებ გვერდზე და Facebook-ის გვერდზე განთავსდება.“ – აცხადებს Eastern Promotion-ის დირექტორი – გიორგი კერესელიძე.

23 ივლისს ბათუმის კორტებზე შეკრებილი მსმენელის წინაშე, 44 ამერიკელი შემსრულებელი გამოვა. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ რეპერად წოდებული არტისტი დაახლოებით 2 საათიან შოუს გამართავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here