ჯასპერ ბლექი საავადმყოფოში მოხვდა

0
6310

ახალგაზრდა მოგზაური, ჯასპერ ბლექი საქართველომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო. ჩვენს ქვეყანაში მოხვედრა მისთვის ნამდვილი ზღაპარი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ სწორედ ჯასპერ ბლექი გახლდათ მეექვსემილიონი ვიზიტორი, მას მასპინძლობა თავად პრემეირ-მინისტრმა გაუწია. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ჰოლანდიელი ტურისტი თბილისში ისევ დაბრუნდა და ის ახლა “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამარჯვებისთვის იბრძვის. ჯასპერმა ინსტაგრამის “სთორებში” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის გადასხმებს იკეთებს. რა შეემთხვა ჰოლანდიელ ტურისტს, ამის გასარკვევად ჯასპერის მეწყვილეს, ვერკა ჯაჯანიძეს დავუკავშირდით:

– ვერკა, რა შეემთხვა ჯასპერს?

– ჯასპერი რაღაც საკვებმა მოწამლა და ამის გამო დასჭირდა გადასხმები. მგონი სახლში გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახლში გაუკეთდა გადასხმა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს რეპეტიცია გაგვიცდა, რადგან თავს ძალიან სუსტად გრძნობს. არც ვიცოდი ასე თუ გაურთულდა მდგომარეობა. თქვენგან გავიგე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here