„ჯამიროქუაის“ სოლისტის მიმართვა ქართველ თაყვანისმცემლებს (ვიდეო)

„ჯამიროქუაის“ სოლისტის მიმართვა ქართველ თაყვანისმცემლებს (ვიდეო)

28 ივლისს ბათუმის ჯაზფესტივალს, რომელიც წელს შავიზღვისპირეთში მე-11-დ გაიმართება, ცნობილი ბრიტანული ჯგუფი „ჯამიროქუაი“ ესტუმრება. ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია, აბონემენტების შეძენას უკვე ვეღარ შეძლებთ. ბილეთების მცირე ნაწილი, რაც ამ დრომდე ჯერ კიდევ დარჩენილია, შეგიძლიათ საიტზე tkt.ge იყიდოთ.

ჯეი ქეიმ 11 ივლისიდან თავისი ტურნეს კონცერტები განაახლა. მას სასწრაფოდ დასჭირდა ექიმების დახმარება, ვინაიდან ავტოშემთხვევის დროს ხერხემალი დაიზიანა. ჯგუფის მენეჯერებს ამ დროის განმავლობაში დაგეგმილი კონცერტების ნაწილის გაუქმებამ მოუწიათ. თუმცა ჯეი ქეი უკვე გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა „North Sea Jazz 2017“-ზე. მის მიერ წარმოდგენილ რეპერტუარში იყო ის სიმღერებიც, ახალ კომპოზიციებთან ერთად, რომლებიც ყველაზე ძალიან უყვარს მის მსმენელს, მათ შორის, საქართველოშიც.

ჯეი ქეიმ ჩაწერა სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისთვის. ვიდეოს რადიო „ფორტუნაც“ გთავაზობთ. ჯეი ამბობს: „გამარჯობა, საქართველო. მინდა გამცნოთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდები. მიხარია კვლავ საქართველოში დაბრუნება. გაგიმარჯოთ და შეგხვდებით!..“

სიახლეები/

|

July 12, 2017 / 12:56 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

როგორ რეპავს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი ცოლი ქართულად (ვიდეო)

„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი, რამდენიმე წელია, დაქორწინებულია. მისი მეუღლე, უკრაინელია, მარინა კარპი. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. მარინა ფოტოგრაფია და წელიწადის ნაწილს საქართველოში ატარებს, ნაწილს – უკრაინაში. გიგიმ მაქსიმალურად შეუწყო ხელი მეუღლეს, რომ მას მუშაობა შესძლებოდა. მარინა ახლა უკრაინაშია. მან თბილისის სიყვარული და მონატრება ვიდეოთი გამოხატა, სადაც ასახულია, როგორ რეპავს ის თავის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ჯამიროქუაი“ – მუსიკალური მატარებელი, რომელში ჩაჯდომას არასდროს ინანებთ – კონცერტის მიმოხილვა

ბრიტანული ჯგუფი „ჯამიროქუაის“ ჩამოსვლას ქართველი მელომანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ჯეი ქეიმ თავის ყველასგან გამორჩეულ მუსიკასთან ერთად საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ წლების წინ გადმოკვეთა და ფილარმონიაში თბილისის ჯაზფესტივალზე ჩატარებული ბრწყინვალე კონცერტით ქართველ მსმენელს მოლოდინები გაუმართლა. ამჯერად „ისთერნ ფრომოუშენსის“ და „TBC Status“-ის ორგანიზებით, ბათუმის ჯაზფესტივალს ესტუმრა ბენდთან ერთად, რომლის მუსიკალური წონა შეუფასებელია. სანამ თავად სოლისტზე ვიტყოდეთ […]

ბათუმის ჯაზფესტივალის 1000-ლარიანი ბილეთები მთლიანად გაიყიდა

ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მეთერთმეტედ ჩასატარებლად ემზადება. ჩოგბურთის კორტებზე ორგანიზატორები უფრო მეტი მაყურებლისთვის ამზადებენ სივრცეს, ის სამ სეგმენტადაა დაყოფილი – ვიაიპი, ოქროს და ვერცხლის ზონები. ბილეთების გაყიდვა საიტზე tkt.ge 27 მარტიდან მიმდინარეობს. ახლახან „ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვიაიპი ზონაში მოსახვედრი 1000-ლარიანი ბილეთები, რომელიც 7 კონცერტზე დასწრების საშუალებას იძლევა, მთლიანად გაყიდულია. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ 400-ლარიანი აბონემენტები, […]

„ჯამიროქუაის“ ახალი ალბომი ბევრ ქვეყანაში პირველ პოზიციაზეა – რას მოვისმენთ ბათუმის კონცერტზე

ბრიტანული ბენდის „ჯამიროქუაის“ ახალი ალბომი, შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გამოვდა. 31 მარტს ის უკვე გასაყიდად გამოამზეურეს. მალევე ჯგუფის ლიდერი ჯეი ქეი პოპულარული შოუს „ვოისის“ ბრიტანულ გამოშვებაში მიიწვიეს, სადაც ერთ-ერთი ახალი სიმღერა შეასრულა და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ის ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახალი ალბომით უკვე მოგზაურობს. პირველი შოუ პარიზში შედგა. „იუთუბი“ უკვე სავსეა ამ კონცერტზე […]

„ჯამიროქუაი“ ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალს გახსნის!..

„ჯამიროქუაი“ საქართველოს მეორედ ესტუმრება. „ისტერნ პრომოუშენი“ ბრიტანულ ფანკ და ჯაზჯგუფს უკვე მეორედ ეპატიჟება. „ჯამიროქუაის“ თაყვანისმცემლებისთვის კონცერტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ვინაიდან წელს მათ ახალი ალბომი გამოსცეს. პირველი ტრეკი, რომლითაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს, ელექტრონული მუსიკის ელემენტებითაა გაჯერებული ფანკთან, დისკოსთან და რიტმ ენდ ბლუზთან ერთად. ჯგუფი 1992 წელს დაარსდა. მისი საუკეთესო და ყველაზე ცნობილი სიმღერა გახლავთ „Virtual Insanity“, […]

რეკლამა