„იზი და ჯადოქარი“ – ახალი ქართული საოჯახო სათავგადასავლო ფილმი

„იზი და ჯადოქარი“ – ახალი ქართული საოჯახო სათავგადასავლო ფილმი

21 მარტიდან, საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმი გამოჩნდება. „იზი და ჯადოქარი“ „Giga Production“-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მცირეწლოვანი და ზრდასრული აუდიტორიისთვის ერთნაირად არის განკუთვნილი. ასეთი ტიპის ქართული ფილმი, ფენტეზის ჟანრში, საკმაოდ იშვიათია, ასე რომ, მაყურებლის მოლოდინი საკმაოდ დიდია.

ფილმის მთავარი პროდიუსერი, გიგა კუხიანიძე fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს: „იზი და ჯადოქარი“ ის ფილმია, რომელიც დააინტერესებთ პატარებსაც და დიდებსაც, – ჩვენ პრემიერამდე ის გარკვეულ აუდიტორიას ვაჩვენეთ და ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, მისი ნახვის საშუალება ფართო აუდიტორიას 21 მარტიდან ექნება კინოთეატრებში. 21 მარტს თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ ფილმს დახურულ ჩვენებაზე მედიისა და შოუბიზნესის წევრებისთვის წარვადგენთ, 23 მარტს გვექნება ასევე პრემიერა ქუთაისშიც…“

„იზი და ჯადოქარის“ ფაბულა ასეთია: უცნაური მოვლენის შემდეგ, როცა ფილმის დიდი გმირები დაპატარავდებიან, გამოძებას იწყებენ და საკმაოდ საინტერესო პასუხამდე მივლენ…

ფილმის რეჟისორი გახლავთ ხათუნა გიორგობიანი („ხელოვნური სუნთქვა“, „კლინიკა“), პროდიუსერი: გიგა კუხიანიძე, ოპერატორი: ვახო ჩაჩანიძე. „იზი და ჯადოქრის“ მუსიკა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის.

მონაწილეობენ: ზურა ყიფშიძე, დარეჯან ხარშილაძე, სოსო ხვედელიძე, ბახვა ბრეგვაძე, ანი ბებია, ირაკლი გოგოლაძე, აპოლონ კუბლაშვილი, რუსკა ქარქაშაძე, დათა პავლიაშვილი, ელენე არჩაშვილი, დავით ხიმიკაძე.

გადაღებები წარმოებდა თბილისსა და თბილისს გარეთ, კოჯრის ტყეში, წავკისში, არტ-ვილა „გარიყულას“ ტეიროტირაზე, ასევე გადასაღებ პავილიონზე.

ფილმის გადაღებები 18 დღეს გაგრძელდა.

ქრონომეტრაჟი: 72 წთ.

ნინო მურღულია

 

სიახლეები/

|

March 12, 2019 / 1:52 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

დევიდ გარეტი 13 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს კონცერტს

ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოში ჩამოდის. კულტურის პალატის ორგანიზებით მისი კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში, 13 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას დავით ოქიტაშვილი fortuna.ge-ს უდასტურებს. გარეტი საქართველოდან დაიწყებს ევროპულ ტურნეს. მუსიკოსი თბილისში ახალი პროგრამით ჩამოდის. მას საქართველოში დიდი რაოდენობით თაყვანისმცემელი ჰყავს. (ვრცლად/ვიდეო)  

ნოდარიკო ხუციშვილი: „35 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო!..“

„რუსთავი 2“ 26 მაისს „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონის პირველ პრეკასტინგს თბილისში, „რუსთავი 2“-ის შენობაში ჩაატარებს. პოპულარული კონკურსი, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები სრულდება, საქართველოში, პირველ რიგში, ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა და მას ისეთი სახით წარუდგენს მსმენელს, რომ ძველი სიმღერები ხელახლა ჰიტდება. ასევე პოპულარულები ხდებიან ის მომღერლები, რომელთაც ყოფნით გამბედაობა, მუსიკალურ კონკურსში გამოსცადონ თავი და დიდი მაყურებლის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„იზი და ჯადოქარი“ უკვე კინოთეატრებშია!.. – „კარგია, რომ სროლისა და ნარკოტიკების თემიდან გამოვედით!..“

„გიგა ფროდაქშენსმა“ 21 მარტს, „თბილისი გალერიაში“ შეკრებილ საზოგადოებას თავისი პირველი ფილმი, სათავგადასავლო ფენტეზისჟანრის სრულმეტრაჟიანი სურათი „იზი და ჯადოქარი“ წარუდგინა. მუსიკოს გიგა კუხიანიძისა და მისი გუნდისთვის ეს კინოსფეროში პირველი გამოწვევა გახლდათ. მთავარი პროდიუსერი და მუსიკის ავტორი პრემიერის წინ ძალიან ნერვიულობდა. გიგა კუხიანიძე: აი, დადგა პრემიერს წუთები. დიდი განცდები მომაწვა. ბევრი ჩემი მეგობარი მოვიდა, რომელმაც პატივი დაგვდო. […]

რეკლამა