„იუთუბზე“ ყველაზე პოპულარული ვიდეო საქართველოში – გიორგი გილიგაშვილი„ ტიფლისში“

0
4337

გიორგი გილიგაშვილის ფრაზა „ჩემმა მზემ“ ბოლო რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად იწერებოდა. ზოგი ხუმრობით წერდა, ზოგი ირონიით, ზოგიც – მოწონების ნიშნად.

„პრაიმშოუში“ ჩოხოსანი გიორგი გილიგაშვილის გამოჩენის შემდგომ მსჯელობის საგნად იქცა, უნდა საუბრობდეს თუ არა ასე ახალგაზრდა მამაკაცი.

მას შემდეგ გიორგი გილიგაშვილმა უამრავი ინტერვიუ მისცა, მასთან ერთად ფოტოს გადაღება კი ახლა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პირველი ტრენდია.

ვიდეო კი, რომელსაც ამ წუთებში, საქართველოს მასშტაბით ყველაზე აქტიურად უყურებენ „იუთუბზე“, ამონარიდია ლევან დაბრუნდაშვილის სერიალიდან „ტიფლისი“, სადაც გიორგი გილიგაშვილი მაქსიმე გასვიანის როლს ასრულებს. ეს ის ეპიზოდია, როდესაც ძმები, მაქსიმე და თორნიკე გასვიანები პირველად შეხვდებიან თავად არჩილს და შეატყობინებენ, რომ ლუკა მაისურაძე ცოცხალია…

„ტიფლისი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია. როგორც გიორგი გილიგაშვილი ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას იხსენებდა, „ტიფლისში“ როლი თბილისში ცხენით სეირნობისას მიიღო. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here