იუნა შაფათავა სვანეთში გაშვიშვლებული ბიჭის ფოტოს ეხმაურება

0
2550

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში, სვანური კოშკების ფონზე გაშიშვლებული ბიჭის ფოტო გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და ხმაური გამოიწვია. რამდენიმე დღეში სვანმა, ირაკლი ნარსავიძემ შიშველი ფოტოს ავტორს, გიო ახალაძეს ბოდიში მოახდევინა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა. ირაკლი ნარსავიძეს დამცველებიც გამოუჩნდნენ, მათ შორის არის მსახიობი იუნა შაფათავაც.

“ჰმ… მთების შვილმა რომ ივარჯიშოს, ამ ტურისტზე “ფაქტურნია”… შე დალოცვილო, თვითონ სექს ბომბა თუ ხარ, ამ ქალაქელი ბიჭის სექსობას რას ერჩი)))) არც კი ვიცი, რომელს ავირჩევდი, მაგრამ მხოლოდ “არასერიოზული” “ურთიერთობის მიზნით))) ალბათ, სვანს – ბუნებრივად დომინანტია. არა რა, აქვთ სვანებს ეს wild ხიბლი, რაც არის, არის, ოღონდ ბიმბო ქალივით, მთავარია, არ ალაპარაკო

– საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ბიჭებო” – წერს იუნა შაფათავა.

ამ პოსტის შემდეგ კი იუნა წერს, რომ ირაკლი ნარსავიძისკენ არის და რაგბისტის წერილს აზიარებს.

“რა ბიჭი ყოფილა- რაგბისტი, მწვრთნელი, პატრიოტი. ჩემთვის განხილვა მორჩა – სამშობლოზე და თვითმყოფადობაზე არ ვხუმრობთ – მე ამ ბიჭისკენ ვარ – ბევრი გვყავდეს ასეთი და ნაღდი” – წერს იუნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here