იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, სახლებში, „ქართველების საწინააღმდეგო“ საკეტებს აყენებენ (ფოტო)

0
1986

იტალიაში მცხოვრები ქართველი, ნინა მამუკაძე წერს, რომ ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობას  ქართველების საწინააღმდეგო საკეტების დაყენებას სთავაზობენ, რათა ამ გზით ქართველი ქურდებისგან თავი დაიცვან. ნინამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სწორედ აღნიშნული განცხადებაა გადაღებული.

ის წერს:

„გერმანია ხომ აყვირდა, გაუუქმეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსო, მალე იტალიაც აჰყვება.  ღმერთო, რა სირცხვილია 🙁 კარგით რა, გეყოფათ!!!!!!!! 🙁 რით ვერ გაძეხით ეს ქურდები, ჩვენი მთავრობების არ იყოს 🙁 ტელეფონის ინდექსით მივხვდი, რომ ეს განცხადება იტალიის ქალაქ ბარიში ვრცელდება 🙁

ვინც იტალიური არ იცის, მათთვის დავწერ, რომ განცხადების ავტორი, მოსახლეობას კარების საკეტების უსაფრთხო მოწყობილობის დაყენებას სთავაზობს, რომლებიც მათ ქართველი ქურდებისგან დაიცავთ. „ქართველებსაწინააღმდეგო“ საკეტები :(((((“

როგორც ნინა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ეს განცხადება და მისი ტექსტი აშკარა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს ქართველების მიმართ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here