“ისე ცუდად გარდაიცვალა რომ…” – ნინა სუბლატი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

0
3499

სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ნინა სუბლატი პატარა ჩიხუახუას პატრონი გახდა, ცოტა ხნის წინ კი მომღერალმა სამწუხარო ამბავი გვამცნო სოციალური ქსელის საშუალებით – მობი გარდაიცვალა.

“Rip baby boy Moby 😔 სულ პატარა და ციცქნა იყო. რაღაც ინფექცია აღმოაჩნდა, სულ 5 დღე იყო ჩემთან. რომ წამოვიყვანე აცემინებდა და ეგრევე მივიყვანე ექიმთან. რაც კი მასალა არსებობდა ცემინებასთან დაკავშირებით ყველაფერი წავიკითხე. ვისგანაც წამოვიყვანე იმასაც დავუკავშირდი, გინდა თუ არა ჯანმრთელიაო, ექიმებმაც თავიდან ვერაფერი საშიში ვერ დაუდგინეს. 2 დღე ხასიათის და ენერგიის მხრივ კარგად იყო, ბევრს მკოცნიდა და ყელში ძვრებოდა დასაძინებლად (მაგრამ როგორც ჭეშმარიტი ცხოველის ჯანმრთელობაზე მზრუნველი და პანიკიორი, მაინც სულ ექიმთან ვიჯექი). მერე გაუუარესდა მდგომარეობა. ძაან მჯეროდა რომ გამოკეთდებოდა, ღამეებს ვათენებდით, სულ კლინიკაში ვიყავით, აზალია რომ აზალიაა ეგეც კი უვლიდა, მაგრამ ისეთი პატარა და სუსტი იყო ვერ გაუძლო, გადასხმაც კი ვერ გაუკეთეს, წერტილის ზომის იყო. ძაან ძაან მაგრად იტანჯებოდა, აღარაფერი შველოდა და ტკივილისგან წიოდა. ისე ცუდად გარდაიცვალა რომ ალბათ ცხოვრებაში აღარასდროს მეყოლება აზალიას გარდა ძაღლი. რაღაცნაირად გული მიგრძნობდა რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა, არასდროს დამიკარგავს უსაყვარლესი არსება, არც ცხოველი, არც ადამიანი და ინტუიციურად მივხვდი რაც იქნებოდა. თან ძალიან სიმბოლური იყო ეს ამბავი, რაც თავი მახსოვს ჩიხუახუაზე ვოცნებობ და ამდენი წლის შემდეგ ეს ციცქნა ბიჭი ვიშვილე.. ძალიან მძიმე ამბავი ყოფილა და ძაან მძიმე განსაცდელი 🙁 მოკლედ, გაუფრთხილდით საყვარელ არსებებს, ბევრი კოცნეთ და ეფერეთ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here