„ირიაო“ „ევროვიზიაზე“ 10 მაისს, მეორე ნახევარფინალზე გამოვა

„ირიაო“ „ევროვიზიაზე“ 10 მაისს, მეორე ნახევარფინალზე გამოვა

„პირველი არხის“ ცნობით, 2018 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო” მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 10 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში იმღერებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა კენჭისყრაზე, რომელიც ლისაბონში გაიმართა.

ევროვიზია 2018-ში სულ 43 ქვეყანა მონაწილეობს. აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

ნახევარფინალები 8 და 10 მაისს გაიმართება, სადაც 37 ქვეყნის კონკურსანტს ვიხილავთ. პირველი ნახევარფინალის პირველ ნაწილში ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ისლანდია, ისრაელი და ლიტვა წარდგებიან. მეორე ნაწილში გამოვლენ სომხეთის, ავსტრიის, ხორვატიის, კვიპროსის, ფინეთი, მაკედონიის, საბერძნეთის, ირლანდიისა და შვეიცარიის კონკურსანტები.

10 მაისს, მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში ვიხილავთ – ავსტრალიას, დანიას, ნორვეგიას, მოლდოვას, რუმინეთს, რუსეთს, სან-მარინოს, სერბეთსა და ჰოლანდიას.

მეორე ნაწილში კი – უნგრეთს, საქართველოს, მალტას, მონტენეგროს, ლატვიას, პოლონეთს, სლოვენიას, შვედეთსა და უკრაინას.

„ევროვიზია 2018“-ის რიგით 63-ე კონკურსი პავილიაუ ატლატიკუს არენაზე გაიმართება. ფინალი 12 მაისს შედგება.

„ევროვიზია 2018“-ზე საქართველოს ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს. ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი დავით მალაზონიაა, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა.

ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია.

სიახლეები/

|

January 30, 2018 / 1:11 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„მხოლოდ ქართულს“ 18%-იანი რეიტინგი აქვს – „სუპერკლასი ვიხილე!..“

„მხოლოდ ქართული“ უკვე მესამე ორშაბათია, ეთერშია. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მისი 18%-იანი რეიეტინგი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ქართული სიმღერების პროექტი დროულად გაკეთდა. ნიკა გვარამიამ ასევე შეაფასა საკუთარ არხზე დაწყებული შოუ და აღნიშნა: „ნერვიულობისგან და გადაღლისგან ჩამეძინა, რაც უიშვიათესად ხდება. სამაგიეროდ, გავიღვიძე, გადავახვიე და სუპერკლასი ვიხილე! ვამაყობ ყოველი თქვენგანით, ვინც შოუზე იმუშავეთ და ნამდვილად საუკეთესო ათეული […]

კაბუს ინტერვიუ, რომელიც დაჭერამდე მისცა – „წელიწადნახევარი ვიწვალე, მკურნალობა დავასრულე…“

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში რეპერ კაბუსთან (კახა აბუაშვილი) ინტერვიუ გამოქვეყნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ცნობილი მსახიობი და რეპერი სპეცოპერაციის დროს კანონიერ ქურდებთან ერთად დააკავეს და სხვა ქართველებთან ერთად კრიმინალური ჯგუფის წევრობას ედავებიან. კაბუ ადრეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, შემდეგ კი საფრანგეთში ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად გაემგზავრა. დღევანდელ „სარკესთან“ მან სწორედ წელიწადნახევრიან მკურნალობის კურსზე ისაუბრა. მან […]

ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას საკუთარ შოუში გაარკვევს

ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას იწყებს, სადაც პოპულარულ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს დაუსვამს და თუკი მათგან გულწრფელ საუბარს მოისმენს, თანხასაც გადაუხდის. გადაცემის სახელია „ფარული კონცერტი“ და მას ვანო ჯავახიშვილის გუნდი ამზადებს. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია ფარულავა აღნიშნავს, რომ აქამდე „რუსთავი 2“-ზე ორჯერ იყო მცდელობა, რომ მას გადაცემა წაეყვანა მაგრამ ვერც ერთი პროექტი ვერ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ირიაოს“ სიმღერამ უცხოელი შემსრულებელი ქართულად აამღერა

ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ საქართველოს „ევროვიზიის“ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე წარდგენს. სიმღერა, რომელიც ავტორიც დათო მალაზონიაა, პირველი მთლიანად ქართულენოვანი კომპოზიციაა, რომელსაც „ევროვიზიის“ მილიონობით მაყურებელი 10 მაისს, ლისაბონში, კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში მოისმენს. „ირიაოს“ კლიპი ორი დღის წინ გამოვიდა და უცხოელი მსმენელის მხრიდან, ძირითადად, დადებითი კომენტარები დაიმსახურა. ბიჭებს საუკეთესო ვოკალური ტექნიკისთვის აქებენ და ასევე იმისთვის, რომ მათ სიმღერა მშობლიურ […]

13 მარტს, „ირიაოს“ „ევროვიზიისთვის“ გადაღებული კლიპის პრემიერა გაიმართება

13 მარტს, „პირველი არხის“ ეთერში, ექვსაათიანი „მოამბეს“ დასრულების შემდეგ ანსამბლ „ირიაოს“ კლიპის პრემიერა გაიმართება. შეგახსენებთ, წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს სწორედ „ირიაო“ წარადგენს. სიმღერა, რომელიც დავით მალაზონიას ეკუთვნის, ასევე პირველად აჟღერდება ფართო აუდიტორიის წინაშე. კომპოზიციის არანჟირება მიშა მდინარაძეს, ხოლო ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კლიპის რეჟისორმა, ზაზა ორაშვილმა გადასაღებად საგურამოში მდებარე პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის მხატვარია შაკო […]

„ევროვიზია 2018“-სთვის „ირიაომ“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

„ევროვიზია 2018“-ისთვის „ირიაო“ აქტიურად ემზადება. ეთნოჯაზბენდმა 5 მარტს, ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ცაავას მიერ გადაღებულ საიმიჯო ფოტოებს პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის განმავლობაში გამოიყენებენ. ჯგუფის საიმიჯო კონცეფცია „ევროვიზიის“ გუნდმა შეიმუშავა. შერჩეულია 5 იმიჯი, რომელიც მთლიანად კლასიკურ სტილს მოიცავს და ერთმანეთისგან დეტალებით განსხვავდება. კონკურსანტები სხვადასხვა იმიჯით წარდგებიან, როგორც სცენაზე ასევე წითელ ხალიჩაზე და მთავარ საიმიჯო კლიპში. ფოტოების შემდეგ, […]

სალვადორ სობრალი „ირიაოს“ შესახებ – „ჩემმა გამარჯვებამ რაღაც შეცვალა…“

„ევროვიზია 2017“-ის გამარჯვებული, პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ  ინფორმაციას ერთ-ერთ მსხვილი პორტუგალიური გამოცემა აქვეყნებს. ინტერვიუ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომღერლის დამ, კომპოზიტორმა ლუიზა სობრალმა მისცა. სტატიაში ასევე ნახსენებია ქართული ეთნო ჯაზბენდი „ირიაო“, რომელიც „პირველმა არხმა“ „ევროვიზია 2018“-ში მონაწილეობისთვის შეარჩია. როგორც ლუიზა სობრალი აღნიშნავს, საკუთარი ძმის სახელით შეუძლია თქვას, რომ როგორც ჩანს, […]

რეკლამა