ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

0
2412

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად გაუჭირდება და ის საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურება პრომოვიდეოში. მის აღწერაში წერია: „ოჰ, გოგონები, ვემზადებით ცხელი ცეკვებისთვის ახალ მონაწილესთან ერთად…“

ვიდეოს უკევ აზიარებენ ქართულ სოცქსელებში და ირაკლის წარმატებას უსურვებენ, რასაც ჩვენც ვუერთდებით!..

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here