ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნის, “ავტოპორტრეტის” პრეზენტაცია 24 თებერვალს გაიმართება

ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნის, “ავტოპორტრეტის” პრეზენტაცია 24 თებერვალს გაიმართება

ირაკლი ჩარკვიანის თაყვანისმცემლებს სიურპრიზი ელოდებათ, 24 თებერვალს გამომცემლობა “ინტელექტი“ ვაკის მედიათეკაში ჩარკვიანის ახალი კრებულის – “ავტოპორტრეტის“ პრეზენტაციას მართავს, დასწრება თავისუფალია.

გამომცემლობის ინფორმაციით, “ავტოპორტრეტი“ ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს – სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებს და მოთხრობებს.

“ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზევე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს.
თითქოს აქამდე ყველასთვის ნაცნობი ირაკლი ჩარკვიანისგან ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის (ლოგოსის) კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.

ამ წიგნში თანამედროვე ადამიანის სულის ბიოგრაფიაა მოთხრობილი, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველა სისუსტით და ამაღლებით, და რაც მთავარია, თავისუფლების ისეთი ხარისხით, როგორიც მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის პირადი ნიშანია,“ – ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.

სიახლეები/

|

February 17, 2016 / 5:32 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

სოფო ბედია დედა გახდება – „ნიკუშას ძმა ეყოლება…“

სოფო ბედია ორსულადაა. მან ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა და მილოცვებსაც სიამოვნებით იღებს. სოფოს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელსაც ნიკუშა ჰქვია. „ნიკუშას ძმა ეყოლება“, დაწერა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც, როგორც ჩანს, ეს ამბავი დაუდასტურეს. სოფოსა და მის მეუღლეს, მიშა მესხს, დიდი ხანია სურთ ბავშვის ყოლა. მომღერალი ისეთი ბედნიერია ახალი ამბით, რომ […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ უკვე გერმანულენოვანი მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი. წიგნის გარეკანი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენრტმა გამოაქვეყნა. ცნობილი ქართველი მუსიკოსის წიგნი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა. „მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2006 წელს გამოიცა.

„ირაკლი ჩარკვიანი – ისტორია“ „ბლექ სი არენაზე“ 15 აგვისტოს გაიმართება

15 აგვისტოს, “Check in Georgia“-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე „ბრავო რექორდსი“-სა და „Altervision Group“-ის ორგანიზებით ირაკლი ჩარკვიანის საღამო – „ირაკლი ჩარკვიანი – ისტორია“ გაიმართება. საღამოს მსვლელობისას მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები  შესრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი […]

ქეთათო: “რამდენი ხნის მანძილზე ველოდი ამ დღეს…”

ქეთათო ჩარკვიანმა ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს რომ მისმა და ირაკლი ჩარკვიანის შვილმა, ნანამ მეფის წიგნის, "მშვიდი ცურვა", კითხვა დაიწყო. ემოციები მუსიკოსმა სოციალური ქსელის საშუალებით გაგვიზიარა...

ქეთათო სექსუალურ ბოდეში ირაკლი ჩარკვიანის სიმღერით (ვიდეო)

ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო - "ისტორიას დარჩება“, გასული წლის 15 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა უამრავმა მუსიკოსმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რამდენიმე ცნობილი ქართული ჯგუფი, ქეთათო, გელა ჩარკვიანი, სოფი ვილი და სხვანი. კონცერტი "პირველმა არხმა“ გადაიღო და ეთერში ახალახან გავიდა.

სტეფანემ და ქეთათომ ირაკლი ჩარკვიანი “დააქავერეს”

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთათო ჩარკვიანი და სტეფანე ერთობლივ ნამუშევარზე, "მაიმუნები ვართ", მუშაობდნენ, საუბარია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერაზე, რომელიც მუსიკოსებმა მსმენელს ქავერის სახით შესთავაზეს.

რეკლამა