ინსტრუქტორმა Victoria’s Secret-ის ”ანგელოზების” ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა

ინსტრუქტორმა Victoria’s Secret-ის ”ანგელოზების” ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა

ჯასტინ გელბანდმა სახელი Victoria’s Secret-ის ”ანგელოზების” ინსტრუქტორობით გაითქვა. რამდენიმე დღის წინ, ფიტნეს-გურუს ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან ცნობილი ლამაზმანების ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა.

გელბანდის თქმით, ლამაზი სხეულის მისაღებად აუცილებელია ჯერ სწორი კვება და შემდეგ სწორი ვარჯიში. ჯასტინის თქმით, ის ცნობილი დეტქოს-დიეტების აქტიური მოწინააღმდეგეა, რადგან მსგავსი რეჟიმით კვება არასაკმარის ენერგიას იძლევა, რამაც საბოლოოდ შესაძლოა საპირისპირო ეფექტიც კი მოგვცეს. მაგალითად კი მან ”ანგელოზების” დაუდევრობა მოიყვანა, რომლებმაც მისგან მალულად დალიეს წვენი და უარი თქვეს საკვებზე. ”ამის გამო დიდი უსიამოვნებები შემხვდა. გახდომის ნაცვლად მათ მოიმატეს”-იხსენებს გელბანდი.

მისი თქმით, მოდელებისთვის პალეოლითიურ დიეტას არჩევს, რაც ნახშირწყლების დაბალი და ცხიმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ძირითადი პროდუქტებია: ცხიმიანი თევზი, ხორცი, ნიგოზი და ა.შ. ასევე აუცილებელია ბოსტნეულისა და ხილის მიღებაც. ბურღულეულზე, რძის პროდუქტებზე, შაქარსა და ალკოჰოლზე კი მათ მთლიანად უარი უნდა თქვან.

სიახლეები/

|

August 17, 2017 / 10:30 am

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმში სალომე ჭაჭუას უზადო სხეული (ფოტოები)

სალომე ჭაჭუას უნაკლო სხეული აქვს. საკუთარი ფორმების შენარჩუნებას, რასაკვირველია, ცნობილი მოცეკვავე სწორედ ცეკვისა და მუდმივი ვარჯიშის საშუალებით ახერხებს. სალომეს „ფეისბუქ“-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები, სადაც იოს საცურაო კოსტიუმშია გადაღებული. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სალომე უზადოდ გამოიყურება.

თეონა დვალის მეორე ქორწილი და თეა დარჩიას დაუვიწყარი ცეკვა (ვიდეო)

საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო თეონა დვალი დაქორწინდა. მისი მეუღლე ჯიაკომო რაკუნიო იტალიელი ბიზნესმენია. წყვილს ორი ქორწილი ჰქონდა, პირველი იტალიაში გადაიხადეს, რომელსაც შედარებით ვიწრო წრე ესწრებოდა, მეორე კი ახლახან მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში შედგა. სოპრანოს მეორე ქორწილს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ, რასაკვირველია, ცნობილი სახეებიც. ქორწილის ორგანიზატორმა, თაკო დოლაბერიძემ დაწერა: „რამდენიწ ელია გასული ,უკვე ვეღარც ვითვლი, […]

ანუკი არეშიძის ბრენდი მილანის მოდის კვირეულზე – „მადლობა ამხელა სითბოსთვის…“

ანუკი არეშიძემ მილანის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია უკვე მეორედ წარადგინა. „მე და ჩემი მოდელები პრეზენტაციამდე რამდენიმე წუთით ადრე❤️ ყველას დიდი მადლობა ამხელა სითბოსთვის!!! Love Love“, ასეთი წარწერა დაურთო ფოტოს, რომელიც მცირე ხნის წინ „ფეისბუქზე“ იტალიიდან გამოაქვეყნა. მისი კოლექციის პრეზენტაცია 24 სექტემბერს, მილანის „ოთხ სეზონში“ გაიმართა. სასტუმროში, სადაც ჩვენება შედგა, უამრავი სტუმარი მიიწვიეს. ქართული ბრენდი ნელ-ნელა […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა