ინოვაციური ლაზერული აპარატი, რომელიც ჭარბთმიანობისგან გაგათავისუფლებთ

0
1890

Soprano ice platinum  მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებასა და ჭარბთმიანობისგან სრულად გათავისუფლებას სთავაზობს.

ამ შედეგის სანდოობაში საქართველოში არსებული ერთადერთი აპარატი – ALMA Soprano ICE Platinum და ექიმი-დერმატოლოგების კვალიფიკაცია გვარწმუნებს.

გიჭირთ არჩევანის გაკეთება ალექსანდრიტის, დიოდის და ნეოდიუმის აპარატს შორის? – მაშინ ეს ტექნოლოგია სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.

უნიკალური აპარატი Soprano ICE Platinum ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ალექსანდრიტის, დიოდისა და ნეოდიუმის ლაზერულ სპექტრს ერთ უნივერსალურ მანიპულაში აერთიანებს. შესაბამისად, არასასურველ თმაზე სამმაგად ძლიერი იმპულის მოქმედებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ”ფორტუნა პლუსთან” განაცხადა, ეს აპარატი სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

”აპარატით დამწვრობა, სრულად გამორიცხულია. ის არ უშვებს ფრეონს, რომელიც კანის ზედაპირს ანადგურებს და დაავადებებს იწვევს. ჩვენთან კლიენტებს უშუალოდ ექიმი დერმატოლოგი ემსახურება და პროცედურასაც ის ატარებს. თუ კლიენტს რაიმე სახის პრობლემა აღმოაჩნდება, ჩვენ მას შესაბამის ექიმთან ვამისამართებთ. თუ პაციენტის სურვილი იქნება, მას ჩვენი კლინიკის გინეკოლოგები ან ენდოკრინოლოგები ფასდაკლებით მოემსახურებიან”, – განაცხადა მაკა ლოხიშვილმა.

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს კლინიკა პროცედურის ხანგრძლივობაა. აპარატის გაზრდილი თავაკი პროცედურის დროს 2-ჯერ ამცირებს.

ძირითადი შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ მიიღწევა. სასურველი შედეგის მისაღებად კი აუცილებელია, კონკრეტულ ზონაზე ეპილაცის 6-8 პროცედურის ჩატარება 4-6 კვირის ინტერვალით.

აპარატი ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერი ტიპის კანზე და თმაზე გამოიყენება.

ამჟამად კლინიკაში 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. თუ თქვენ Soprano ice platinum-ში მისვლას გადაწყვეტთ, ეპილაციამდე 1 დღით ადრე სასურველ ზონაზე თმის გაპარსვა აუცილებელია.

ლაზერის სხივმა აუცილებლად უნდა გაიაროს თმაში არსებული პიგმენტი მელანინი და ჩავიდეს კანქვეშ სამიზნე ქსოვილამდე. კანის ზევით დატოვებული თმა, ხელს უშლის და აფერხებს სხივის შეღწევადობას კანქვეშ, აქედან გამომდინარე გაუპარსავ კანზე კაზერული ეპილაციის ჩატარება არ არის რეკომენდირებული”, – აცხადებენ სპეციალისტები.

კლინიკისგან ჩვენ მკითხველს რჩევებსაც მივცემთ, იმის შესახებ, თუ რას უნდა მოერიდოთ ლაზერული ეპილაციის შემდეგ.

იმის გამო, რომ პროცედურის შემდეგ კანი მეტად მგრძნობიარეა , 3-6 საათის განმავლობაში კანის ქსოვილს წყალი საერთოდ არ უნდა შეეხოს. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში და აუზზე ვიზიტს, ასევე ვარჯიშს 24-48 საათის განმავლობაში. 24 საათის განმავლობაში ნუ ესტუმრებით სოლარიუმსა და ნუ გამოიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს.

ლაზერული ეპილაციის პროცედურა უმჯობესია 18 წელს გადაცილებულ ადამიანებზე ჩატარდეს, თუმცა პაციენტებთან ინდივიდუალურად მიდგომაც შესაძლებელია.

თუ თქვენ ყველა წესს გაითვალისწინებთ და დაიცავთ, Soprano ice platinum-ში აბსოლუტურად ინოვაციური აპარატით, ინდივიდუალურ მიდგომასა და უსაფრთხო მკურნალობის შედეგიან მეთოდს გპირდებიან.

კლინიკა გენეზისი Genesis clinic თბილისში  საბურთალოზე, მიცკევიჩის 27ა-ში მდებარეობს.

კლინიკაში მისვლამდე თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დარეკოთ ნომრებზე: 595 21 2101; 2 30 66 64

https://www.youtube.com/watch?v=k-bbDwc3IcI

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here