ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ 22 მარტს 12:00 საათზე ჩაატარებენ შემეცნებით პროგრამას „გაზაფხულის კარნავალი“. მონაწილეობას მიიღებენ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ბენეფიციარები.

პროგრამა ტარდება პირველი ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ ფარგლებში.

პროგრამა შედგება ორი კომპონენტისაგან: ექსპოზიციის დათვალიერება და შემოქმედებითი აქტივობა. პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მათთვის ადაპტირებული მეთოდებით ეზიარებიან კულტურულ მემკვიდრეობას და ექსპოზიციაზე მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე, სხვადასხვა მასალაში შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს.

პროექტი „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ მიზნად ისახავს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების დამკვიდრებას საქართველოს სამუზეუმო სივრცეში. პროექტში ჩართულია 24 მუზეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

სიახლეები/

|

March 21, 2018 / 3:16 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

რომელი კერძი გასინჯა რობერტ პლანტმა ბათუმში

გუშინ ბათუმში ლეგენდარული “ლედ ზეპელინის” სოლისტი, რობერტ პლანტი თავის ჯგუფთან ერთად ჩაფრინდა. მუსიკოსები სასტუმროში დაბინავდნენ. დღეს კი პლანტმა ბათუმში გასეირნება და სადილობა “კაფე გარდენში” გადაწყვიტა. როგორც გვითხრეს, მუსიკოსმა ქოთნის ლობიო დააგემოვნა და ძალიან მოეწონა. შეგახსენებთ, რომ დღეს რობერტ პლანტის კონცერტით, რომელიც “ბლექ სი არენაზე” გაიმართება, ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნება. (ფოტოები)

კინო ჟესტებით – ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

23 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, “მზიურის” ტერიტორიაზე გაიმართება ნანა ჯანელიძის ფილმის: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!” ჩვენება. ფილმი ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია რომელსაც ფილმის რეჟისორი – ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე დაესწრებიან. “კინო ჟესტებით” ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების პროექტია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

რეკლამა