ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილის ყველა საინტერესო დეტალი (ფოტო+ვიდეო)

ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილის ყველა საინტერესო დეტალი (ფოტო+ვიდეო)

ინგა გრიგოლიას ქალიშვილს 8 ოქტომბერს ქორწილი ჰქონდა. მისი რჩეული ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. ახალგაზრდები დიდი ხანია, შეყვარებულები არიან და თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტეს.

როგორც ინგა გრიგოლიამ „პროფილში“ სტუმრობისას განაცხადა, სიძესთან ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს და ნიკოლოზი ძალიან მოსწონს.

ტელეწამყვანი სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ გამეზარდაშვილს დაუნათესავდა.

ინგა გრიგოლია ქორწილის წინ ძალიან ღელავდა. მან სტუმრებსა და ყველა კეთილისმსურველს მადლობა გადაუხადა და დაწერა:

„შვილი გავათხოვე❤️❤️❤️ სამი ხე დავრგე ❤️❤️❤️ ტირილით ვიტირე )))))სიცილით ვიცინე❤️❤️ ჰოდა, ამიერიდან იყოს, როგორც ღმერთს უნდა და როგორც უნდა იყოს)))))))))“

ქორწილში არა მხოლოდ ქართული ესტრადის, არამედ პოლიტიკის წარმომადგენლებიც იყვნენ. ერთ სუფრასთან ისხდნენ ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ყოფილი პრემიერის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან ერთად.

რესტორან „გუჯარის“ სცენას რიგრიგობით იკავებდნენ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, სალომე ბაკურაძე და „ქუჩის ბიჭები“. იმღერა თავად პატარძალმაც, რომელიც თეთრ ლამაზ კაბაში იყო გამოწყობილი (დიზაინი ანუკი არეშიძის) და შერის სიმღერა შეასრულა უამრავი აპლოდისმენტის ფონზე. მანამდე წყვილმა ვალსიც იცეკვა გამამხნევებელი შეძახილების ფონზე. აქტიურობდა პატარძლის ცნობილი დედაც, რომელიც პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი.

როგორც ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს, მარიამისა და ნიკოლოზის ქორწილი ნამდვილად ძალიან მხიარული და ხალისიანი გამოდგა.

„ფორტუნა“ ულოცავს წყვილს გაბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.ფოტო+ვიდეო

სიახლეები/

|

October 9, 2017 / 1:06 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ

ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე. მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ინგა გრიგოლია: „ვუყურე „მძევლებს“, რომ არ მცოდნოდა ისტორია, ვერ გავიგებდი ვერაფერს…“

რეზო გიგინეიშვილის გახმაურებული ფილმის „მძევლები“ ტელეპრემიერა ახლახან შედგა. სოციალურ ქსელში კინოს ტელევიზიით ჩვენებას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოგეხსენებათ, ფილმი „თვითმფრინავის ბიჭების“ შესახებ მოგვითხრობს. მისი ძლიერი მხარეები არის მსახიობების კარგი პერფორმანსები, ოპერატორის ნამუშევარი და მხატვრობა, მაგრამ ზოგიერთი მაყურებელი ფიქრობს, რომ მძევლებმა“ კარგად ვერ გადმოსცა ის ამბავი, რომლის შესახებაც გადაიღეს. ასეთ მაყურებლებს შორისაა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიაც, რომელმაც […]

ვინ ურჩევს საქმეს ინგა გრიგოლიას – „წარმოუდგენელი ამბავი მჭირს…“

ინგა გრიგოლიამ პოლიციაში განცხადება შეიტანა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე. ტელეწამყვანმა ჩვენებაც მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით. ორად გაჭრილი ლეკვის ფოტო, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში იპოვეს, გლდნაში მცხოვრებმა ბიჭმა საკუთარი „ფეისბუქის“ გევრდზე გაავრცელა, რის შემდეგაც ის ტელეწამყვანმა ნახა და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა პირველ რიგში, თავად იაქტიურა და პოლიციამ საქმე აღძრა. დღეს ტელესახე წერდა, რომ ის […]

ინგა გრიგოლიას მაია ასათიანს: “ეს რა მიქენი…”

“პროფილის” მეოცე სეზონის გახსნას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული გამოდგა მაია ასათიანია ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან და ინგას მცირე ინტერვიუ – მაიასთან, როცა ტელესახეებმა ის თქვეს, რისი თქმაც დიდი ხანია, სურდათ… მაია ასათიანის მონოლოგმა იმასთან დაკავშირებით, რატომ აგრძელებს ცხოვრებას ერთადერთი შვილის გამო, არაერთ მაყურებელს მოჰგვარა ცრემლი. აცრემლებული თვალები ჰქონდა თავად მის რესპონდენტსაც, ინგა გრიგოლიას. მოგვიანებით […]

ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა გოგონების წინასაქორწინო წვეულება დედის გარეშე მოაწყო (ფოტოები)

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი თხოვდება. ტელეწამყვანი ძალიან ბედნიერია და თავის სიხარულს ყველას უზიარებს. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მისი გოგონა, მარიამია გამოსახული. მარიამმა თავის დაქალებთან ერთად გოგონების წინასაქორწინო წვეულება მოაწყო. მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, სალომე ბაკურაძე და ანი და ლიკა ქორქიები, რომლებიც მარიამის ახლო მეგობრები არიან. როგორც ირკვევა, ამ შეკრებამ მარიამის ცნობილი დედის […]

ხმები ინგა გრიგოლიას გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა – „მე მომკლეს, ბაბუ…“

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აქვეყნებს ერთ-ერთი საიტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მკითხველს მისი გარდაცვალების შესახებ ატყობინებენ. ტელეწამყვანი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი გახლავთ, თავად ეხმაურება ამ „ინფორმაციას“ და წერს: „მე მომკლეს, ბაბუ… საგიჟეთში ვცხოვრობ პრაქტიკულად, თანაც, არა მხოლოდ მე“. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ზოგიერთი საიტი თავს უფლებას აძლევს, გაავრცელოს რომელიმე ცნობილი ადამიანის გარდაცვალების მოგონილი […]

რეკლამა