ინგა გრიგოლიას მღვდელმსახურის სტატუსი მიენიჭა

0
2367

ინგა გრიგოლიას მღვდელმსახურის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ფეისბუქზე ინფორმაციას გირჩის წევრი, იაგო ხვიჩია ავრცელებს. “თავისუფლების საპატიო მქადაგებელი ინგა გრიგოლია” – წერს ხვიჩია.

მოწმობის მიხედვით, ინგა გრიგოლიას ბიბლიური თავისუფლების ეკლესიის სახელით, ქადაგების უფლებამოსილება მიენიჭა.

გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში, დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია, ბიბლიური თავისუფლება, რომელიც სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here