„იმედზე“ ახალი ქართული სერიალი იწყება (ვიდეო)

0
5851

14 ნოემბრიდან „იმედზე“ ახალი ქართული სერიალი იწყება. „დიდი შესვენების“ რეჟისორი დათო ჭაბაშვილია, სცენარისტები: ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, რატი წეროძე, ეკა ელიეშვილი და ქეთი ელიეშვილი. სერიალი ეთერში ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს გავა.

სერიალში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, მათ შორის ირაკლი აფაქიძე, ნინი იაშვილი, ნიკა ჩხაიძე, ნაირა გელაძე, ნუცა მესტუმრიშვილი, თაზო გახარია, თემიკო ჭიჭინაძე, ნინო თარხან-მოურავი,ზუკა პაპუაშვილი, მანანა კაზაკოვა  და სხვები.

რაც შეეხება სერიალის შინაარსს: უბედური შემთხვევის გამო ახალგაზრდა წყვილის ცხოვრება ქაოსური ხდება. ამ შემთხვევის გარშემო ერთიანდებიან წყვილის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები. დაპირისპირებული მხარეები ახლობლების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ, საიდანაც მრავალი ჩახლართული ისტორია ვითარდება.ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here