“იმედის დილის” წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ

0
5368

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის დილა” დაიხურა. დილის გადაცემის დღევანდელი ეთერის დასასრულს, წამყვანები – თაკო ჩორგოლაშვილი, ოთარ ტატიშვილი და ნიკა დვალიძე, პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ მაყურებელს.

“შეუძლებელია ორ წუთში ვისაუბრო იმ ემოციებზე, რაც მაკავშირებს ამ ტელეკომპანიასთან, ამ სტუდიასთან. ცოტა წარმოუდგენელიცაა, რომ დილის 5 საათზე მაღვიძარა აღარ გამაღვიძებს აქ მოსასვლელად… მადლობა თქვენ, რომ გვიყურებდით, იღვიძებდით ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით ერთმანეთს” – აღნიშნა თაკო ჩორგოლაშვილმა გადაცემის დასასრულს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here