„იმედი“ American Idol-ის ანალოგს იწყებს!.. (ვიდეო)

„იმედი“ American Idol-ის ანალოგს იწყებს!.. (ვიდეო)

ტელეკომპანია „იმედი“ ახალ მუსიკალურ შოუს იწყებს. მას „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ ჰქვია და ის ამერიკული პროექტის „American Idol“-ის ქართული ანალოგი გახლავთ.

ტელეარხმა უკვე გამოაცხადა კასტინგი კონკურსში მონაწილეობაზე. დასავლეთ საქართველოში შესარჩევი ტურები იწყება, ქუთაისში მონაწილეობის მსურველებს ელოდებიან 3 ოქტომბერს, ზუგდიდში – 4 ოქტომბერს, ხოლო ბათუმში – 5 ოქტომბერს. ყველა ქალაქში კასტინგები 12 საათზე იწყება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

შოუ 2002 წელს პირველად გავიდა ტელეეთერში და მიიჩნევა ყველაზე წარმატებულ და რეიტინგულ ტელეგადაცემად.

მას „იმედზე“ ახლახან გადასული „რუსთავი 2“-ის ყოფილი პროდიუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე საკუთარ გუნდთან ერთად მოამზადებენ.

სიახლეები/

|

September 27, 2017 / 1:41 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

მერაბ სეფაშვილმა 57-ე დაბადების დღე მსმენელთან ერთად აღნიშნა – მომღერლის შვილის დებიუტი სცენაზე

მერაბ სეფაშვილის სოლოკონცერტი 14 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგის პირობებში გაიმართა. სცენაზე მოღვაწეობის მე-40 წელს მომღერალმა მსმენელისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები მიიღო. მერაბ სეფაშვილმა თავისი რეპერტუარიდან ბევრი ცნობილი სიმღერა შეასრულა, ბენდთან ერთად. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ დავით მაზანაშვილი, რომლის სოლოშესრულებებით სხვადასხვა კომპოზიციაში მსმენელმა ძალიან ისიამოვნა. მერაბ სეფაშვილმა, თავისი ულევი რეპერტუარის ფონზე და იმის […]

„ჩცდ“-ში „ჰეროკრატიის“ მსახიობის გამოჩენა გააპროტესტეს – „მსახიობებს პოლიტიკური ღირებულებების გამო არ ვირჩევთ!..“

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სერიებში გოგისა და ნანას სიყვარულის ამბის შესახებ მოგვითხრობს. პირველ ეპიზოდში ნანას ერთ-ერთი თაყვანისმცემლის როლს გია საგინაშვილი ასრულებს. ეს მსახიობი გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიაშიც“ მონაწილეობდა, სადაც ძმები ახალაიებიდან ერთ-ერთის პროტოტიპი გახლდათ. „ჩემი ცოლის დაქალებში“ მის გამოჩენას ერთ-ერთი მაყურებლის, ავთო კემლურიას გაბრაზება მოჰყვა. მან მისი ფოტოს ქვეშ, „ჩცდ“-ს ოფიციალურ გვერდზე სერიალის სცენარისტი, პროდიუსერები და […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა