ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას საკუთარ შოუში გაარკვევს

0
2943

ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას იწყებს, სადაც პოპულარულ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს დაუსვამს და თუკი მათგან გულწრფელ საუბარს მოისმენს, თანხასაც გადაუხდის. გადაცემის სახელია „ფარული კონცერტი“ და მას ვანო ჯავახიშვილის გუნდი ამზადებს.

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია ფარულავა აღნიშნავს, რომ აქამდე „რუსთავი 2“-ზე ორჯერ იყო მცდელობა, რომ მას გადაცემა წაეყვანა მაგრამ ვერც ერთი პროექტი ვერ შედგა, ერთ შემთხვევაში ის და ლელა წურწუმია უნდა ყოფილიყვნენ თანაწამყვანები, მეორედ კი მარინა ბერიძესთან ერთად უნდა გაძღოლოდა ენამწარე თოქშოუს.

ინტერვიუში მსახიობი ასევე ამბობს, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ სამი წელია, დაბლოკილია, მაგრამ ვერ გაიგო რატომ.

რაც შეეხება ახალ გადაცემას, იქ, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ია ფარულავას თქმით, მის ყოფილ მეუღლეს, ბიზნესმენ ფადი ასლისაც ვიხილავთ:

„ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მეყოლება ფადი ასლი, რომელთანაც ხუთი წელი ვიცხოვრე. ჩვენს გაშორებაზე დღემდე ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს და ამ გადაცემაში ორივე ბევრ შეკითხვას გავცემთ პასუხს“.

რაც შეეხება ტარიელ სუარს, ია ფარულავა მასზეც საუბრობს:

„ტარიელი სუ არი. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ვერ გავამხელ, როგორი და რა სახის, მაგრამ მე ვცხოვრობ მარტო და ეს მომწონს… ბახის მუსიკა, ორი კატა, წამოსახვის ვარჯიშები, ძილი და მხოლოდ პოზიტივია ჩემ გარშემო. ძალიან ვერიდები აურის დაბინძურებას, ვცდილობ, ყველანაირი ნეგატივი შორს იყოს ჩემგან“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here