ია ფარულავა: „ჩემი სასტუმრო დაიხურა…“

0
731

ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე რჩება. მას შემდეგ, რაც „კომედი ჯგუფი“ ალეკო მალხაზიშვილის ხელმძღვანელობით და მისივე გადაცემებით, რგოორებიცაა „ნიკა არაბიძის შოუ“, „გააცინე და მოიგე“, „ანეკდოტების შოუ“ „ფორმულაზე“ გადავიდა, ამავე ტელეკომპანიისგან შეთავაზება მიიღო ია ფარულავამაც, მაგრამ მან “რუსთავი 2“-ზე დარჩენა ამჯობინა. როგორც ია ჟურნალ “სარკესთან“ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, „ფორმულაზე“ ახალ სტუდიას და ბევრ სიახლეს ჰპირდებოდნენ, მაგრამ მას სტაბილურობა უფრო მეტად ხიბლავს.

რაც შეეხება საახალწლო ღამეს, როგორც მსახიობი ამბობს:“ახალ წელს გადასარევად შევხვდი. მშვენიერი გოზინაყი გავაკეთე და კარგი შამპანურიც დავლიე. გავერთე „რუსთავი 2“-ის საახალწლო გადაცემების ყურებით, დავტკბი ფოიერვერკებით. მიხაროდა, რომ ახალი წლის ღამეს არსად ვიყავი წასასვლელი და ლამაზი პიჟამათი შევხვდი 2021 წელს“.

ია ფარულავა ასევე საუბრობს იმის შესახებაც, რომ მისი სასტუმრო დაიხურა:

„ამ წელს მხოლოდ ფინანსური კუთხით შემეხო ცვლილებები. ჩემი სასტუმრო დაიხურა, რადგან ტურიზმი აღარ გვაქვს. ბუნებრივია, საზღვარგარეთ მოგზაურობაც ვერ მოვახერხე, საერთო ჯამში, ჩემთვის მაინც დიდად არაფერი შეცვლილა.

ხალხს ჰგონია, რომ ვარ ძალიან ექსტრავერტი, სინამდვილეში ინტროვერტი ვარ. 9 საათის შემდეგ ისედაც სახლში ვიყავი, არ მინდოდა კონტაქტი სამყაროსთან და დავისვენე, რომ „ტუსოვკები“ აღარ იმართება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here