ია ჩანტლაძე ტყუპების მოლოდინში – „ეს ამბავი რომ გავიგე, ვიტირე…“

0
954

მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა სხვადასხვა ქვეყანაში.

ტყუპები იას გენეტიკაში ჰყავს, დედის და მამის მხრიდან, მაგრამ ამ ამბავმა ძალიან დიდი ემოცია მოჰგვარა…

მალე დედა გახდება. ეს შეგრძნებაც ჯერ საკმაოდ შორეული და უცხოა, თუმცა უკვე იმაზე ფიქრობს, როგორ გაზრდის ტყუპებს…

რა ემოცია დაგეუფლა, როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი?

ია ჩანტლაძე:

ძალიან ემოციური იყო. არ მეგონა, ასე ძალიან თუ განვიცდიდი და ასე ემოციურად მივიღებდი. ანალიზის პასუხი მოვიდა მეილზე. ამ დროს ერთ–ერთ ხალხმრავალ ადგილას ვიყავი, ერთ–ერთ მოლში. სამსახურში ვაპირებდი წასვლას. მეილი რომ გავხსენი, თვალებს არ დავუჯერე. რაღაც მოლოდინი მქონდა, რა თქმა უნდა, ისე ანალიზს ხომ არ გავიკეთებდი, მაგრამ… იქვე სადღაც დავჯექი, გავხსენი მეილი, წავიკითხე, რომ ტყუპებს ველოდები და შემდეგ მეუღლეს დავურეკე… ვიტირე… ძალიან დიდი ემოციები მქონდა… მერე შეხვედრაზე წავედი და ალბათ, დღემდე ფიქრობენ, რატომ მივედი თვალებდასიებული.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here