“ჰეროკრატიის“ მსახიობს სახელმწიფომ ბინა აჩუქა

0
3304

მსახიობი ბექა გოდერძიშვილი, მაყურებელმა გოგა ხაინდრავას სერიალიდან “ჰეროკრატია“ გაიცნო. გოდერძიშვილი ფილმში მოსამართლის როლს ასრულებს, რომელიც საუკუნის პროცესს განიხილავს, თუმცა საკუთარი ქალიშვილის გამო, დილემის წინაშე დგას. ბექა გოდერძიშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და ახლა ორ ახალ სპექტაკლზე მუშაობს. საკუთარი პროფესიის და ოჯახის შესახებ მსახიობი, ჟურნალ „გზას“ ესაუბრა. როგორც გაირკვა ის აქამდე თბილისში, ქირით ცხოვრობდა და სულ ცოტა ხნის წინ, სახელმწიფომ მას საჩუქრად ბინა გადასცა.

– აქამდე ქირით ვცხოვრობდი. ლტოლვილთა სამინისტროს დამსახურებით, სულ ცოტა ხნის წინ, ბინა გვაჩუქეს. შარშან შევიტყვეთ, რომ დევნილებს ბინებს ურიგებდნენ. ჩემმა სიდედრმა და მეუღლემ აპლიკაცია შეავსეს, რაზეც დადებითი პასუხი მოგვივიდა. ჩემი მეუღლის ოჯახი სამაჩაბლოდანაა, კერძოდ სოფელ ქურთადან. იქ პაპისეული სახლი ჰქონდათ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაინგრა.

maxresdefault

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here