Hello! -ს ნოემბრის ნომრის სტუმრები – „ფორტუნას“ წამყვანები გიორგი დობორჯგინიძე და ნიკა კუხალეიშვილი

Hello! -ს ნოემბრის ნომრის სტუმრები – „ფორტუნას“ წამყვანები გიორგი დობორჯგინიძე და ნიკა კუხალეიშვილი

Hello! -ს ნოემბრის ნომერში ცნობილმა გამოცემამ „ფორტუნას“ წამყვანები, გიორგი დობორჯგინიძე და ნიკა კუხალეიშვილი ჩაწერა.

მათი ხმები ერთმანეთში არასდროს ეშლებათ. ასეთი ნიჭიერი და გემოვნებიანია რადიო „ფორტუნას“ მსმენელი. რადიოსადგურების მენეჯერებს კი ახალი სახეების აღმოჩენის უნიკალური ნიჭი აქვთ. ნიკა კუხალეიშვილი და გიორგი დობორჯგინიძე „ფორტუნას“ დიდ ოჯახს შედარებით გვიან შეუერთდნენ, თუმცა FM 106.9-ზე საკუთარი ადგილი უკვე დიდი ხანია, იპოვეს.

რამდენად საინტერესოა ამ ჰოლდინგში მუშაობა?

გიო:

მიმაჩნია, რომ რადიოსივრცეში „ფორტუნა“ ეს არის მწვერვალი, უმაღლესი სკოლა, რომელშიც უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია უყვარს. დანარჩენს უკვე სამუშაო გარემო და იმ ადამიანებთან ურთიერთობა ქმნის, რომლებიც საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან.

ნიკა:

ჩემ შემთხვევაში, ჰოლდინგთან ურთიერთობა რამდენიმე მიმართულებით შედგა. რადიოწამყვანობის გარდა, ტელეკომპანია Musicbox-ში მქონდა გადაცემა „ავატარი“, რომელიც კინოს სფეროს მოიცავდა. განვიხილავდით საინტერესო კინომოვლენებს, პრემიერებს და ა.შ. რადიოშიც დაახლოებით იმავე ფორმატის გადაცემა მქონდა, თუმცა აქ ძირითადად, კინოშედევრებზე გვქონდა აქცენტი გამახვილებული. ეს იყო რუბრიკა „25-ე კადრი“. შესაბამისად, ამ ჰოლდინგში მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე.

„ფორტუნას“ წამყვანებთან ინტერვიუს სრული ვერსიას Hello!-ს ნოემბრის ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ.

სიახლეები/

|

November 8, 2017 / 5:29 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ ჩინურ „მხოლოდ ქართულს“ უწოდებს – რას პასუხობს პროექტის წარმომადგენელი

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ფრანგული ელფერით და საყვარელი წითელი ფერი (ფოტოები)

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია. უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

HELLO!-ს მარტის ნომერი ქალებისთვის და მათ შესახებ

ჟურნალი HELLO!-ს მარტის ნომრის მთავარი თემა ძლიერი ქალებია. პრიალა ჟურნალის ფურცლებზე ის ქალბატონები მოხვდნენ, ვინც მსოფლიო, თუ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მკითხველი ხატია ბუნიათიშვილის, ნანა ექვთიმიშვილის და  სოფო ჭყონიას ისტორიებს გაეცნობა. მარტის ნომერში დიდი ადგილი ეთმობა ცნობილ ტელეწამყვანს, ფილანტროპსა და მომავალ პოლიტიკოსს – ოპრა უინფრის. ქალბატონი, რომელმაც […]

ქართული HELLO!-ს ახალი, ინტერაქტიული ვერსია გამოვიდა

ჟურნალი HELLO!-ს, რომელიც ქართველ მკითხველს ექსკლუზიური ინტერვიუებით, საინტერესო ფოტოსესიებითა და სიახლეებით უკვე 2 წელია ანებივრებს, ამიერიდან ინტერაქტიული ვერსიის სახითაც წარდგება ჩვენ წინაშე. 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ონლაინ ვერსია, რომელიც Harry Potter-ის გაზეთების მსგავსად, გაცოცხლებული იმიჯებით, მუსიკითა და ვიდეოებითაა გაფორმებული,  მკითხველისთვის ჟურნალთან ერთად გატარებულ დროს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის. შეგახსენებთ, რომ HELLO! ყოველთვიური გამოცემაა. შესაბამისად, მისი […]

Hello!-ს დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ჟურნალ „Hello!-ს“ დეკემბრის ნომერი უკვე გამოსულია. გადავხედოთ, რა თემებით დაინტერესდა ცნობილი ჟურნალი 2017 წლის მიწურულს. ფიფას „წლის ფეხბურთელი“ ჟურნალ HELLO!-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს. მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი უკვე 4 შვილის მამაა. რა გეგმები აქვს 32 წლის ფეხბურთელს, რატომ გადაწყვიტა ცხოვრების მეგზურად ესპანელი მოდელის არჩევა და როგორია სტადიონიდან ოჯახურ ცხვრებაში გადანაცვლება? ამ შეკითხვებზე პასუხს […]

„Hello!“-ს ნოემბრის ნომრის მუზა ლიკა ქავჟარაძეა – რას წაიკითხავთ ჟურნალის ფურცლებზე

„Hello!“-ს ნოემბრის ნომრის გარეკანს ლიკა ქავჟარაძის ახალ უკვე ცნობილი ფოტო ამშვენებს, რომელზეც გარდაცვლილი მსახიობი ულამაზესია. „ქართული სილამაზის ეტალონი“ – ასეა დასათაურებული სტატია, რომელიც მარიტას როლის შემსრულებელს ეძღვნება – „ლიკამ კინოში 30-მდე როლი განასახიერა, პოპულარობა კი მარიტას როლმა მოუტანა… სამსახიობო კარიერა 12 წლიდან, მოკლემეტრაჟიან ფილმში „შადრევანი“ მონაწილეობით დაიწყო და მალევე საკუთარი შემოსავლით, ოჯახის მთავარი მარჩენალი გახდა… […]

რადიო „ფორტუნას“ ღიმილიანი სახეები „Hello!“-ს ფურცლებზე

რადიო „ფორტუნას“ წამყვანები, ნიკა კაცია და ნია მოძმანაშვილი ჟურნალ „Hello!“-ს სექტემბრის ნომრის სტუმრები არიან. რადიოწამყვანები სიამოვნებით საუბრობენ რადიო „ფორტუნას“ და წლის სიმღერის კონკურსის, „ოქროს ტალღის“ შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ერთად მიჰყავდათ… ნია: „უპირველესად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამხელა ჰოლდინგის წევრი ხარ. ამას ისიც დაემატა, რომ ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოების წამყვანებად აგვარჩიეს და პასუხისმგებლობაც დაგვემატა. მე და […]

რეკლამა