გურამ შეროზიას სკანდალური ბლოგი ქართველ მამაკაცებზე და მათ “სტუმართმოყვარეობაზე”

0
2132

ქართული სტუმართმასპინძლობის ტრადიცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება, ხელშეუხებელიწმიდათაწმინდამოვლენა არ არის და ის ყოველთვის დროზე მორგებული ჩვეულება იყო. ახლაც, 21- საუკუნეში ჩვენქართველი მასპინძლები, ყველანაირი ხერხებით ვცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას, ჩვენი უცხოელი სტუმრების გაოცებასა და მოხიბვლას.

შემთხვევით გზა აბნეული მგზავრების შეფარებისა და გულუხვად გამასპინძლების ისტორიები ჩვენი მშობლების თაობას ალბათ ბევრი ჰქონია. ჩვენ კი ახალ მეგობრებსა და სასურველ სტუმრებს სულ უფრო ხშირად ინტერნეტში ვხვდებით. ასეა საიტ couchsurfing-ის შემთხვევაშიც, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ვპოულობთ უფასო მასპინძლებსვმეგობრდებით, ან უბრალოდ ვხვდებით ტურისტებს და ვეხმარებით ქალაქის დათვალიერებაში. ეს ერთგვარი მოყვარულ მასპინძელთა და სტუმართა შეხვედრის ადგილია, სადაც არა ერთი საინტერესო ადამიანის პოვნა და დამეგობრება შეგიძლია.

საიტი ყველა ვიზიტორს აძლევს საშუალებას საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოსვლის მსურველთა შესახებ ინფორმაცია მიიღოს, დაეკონტაქტოს, ღამის გასათევი ან უბრალოდ ქალაქის დათვალიერებაში დახმარება შესთავაზოს.  ამ საიტის აქტიური მომხმარებელი ვარ, 2012 წლიდან და იყო დრო საკმაოდ კარგად ვიყენებდი, მანამ სანამ ამ სივრცესაც არ მიწვდებოდნენ ქართველიჰორნიდა მუდმივად ერეგირებულ მდგომარეობაში მყოფი მამრები.

შარშან ერთ ლიტველ გოგონას მივწერე, რომ საინტერესო პროფილი აქვს და რომელიმე საღამოს სიამოვნებით შევხვდებოდი და ქალაქს დავათვალიერებინებდი.

მან კი საკმაოდ უხეშად მიპასუხა: „ბოიფრენდი მყავს და არ ვარ დაინტერესებული შეხვედრითო!“

გავბრაზდი. ვერ მივხვდი, რა შემატყო სექსის დეფიციტის და რატომ ჩათვალა, რომ ამ საიტს არასწორი მიზნებისთვის ვიყენებდი. ვუპასუხე, რომ საიტს წესების მიხედვით ვიყენებ და აქეთაც რომ შემოეთავაზებინა, მასთან სექსი არ დამაინტერესებდა.

გამომლანძღა და მომახალა, რომ ყველა ქართველი ბიჭი ერთნაირი ვართ.

შემდეგ შევიხედე საქართველოში ჩამოსვლის მსურველებში და ასეთი სურათი დამხვდა:

  • ბიჭებს, მოხუცებს და წყვილებს არცერთი შეთავაზება მასპინძლობაზე (სამივეს სიამოვნებით ვმასპინძლობ, როცა დრო მაქვს)
  • გოგონებს კი, განსაკუთრებით სლავური ქვეყნებიდანმინიმუმ 8-10 შეთავაზება

ამის შემდეგ უკვე არც გამკვირვებია, საერთო აგრესიის ობიექტი მეც რომ გავხდი. რამდენიმე თვის წინ ჩემ სტუმარს ვიღაცამ უთხრა, რომ სიღნაღში ტურისტი გოგონა გააუპატიურეს, არგუმენტებზეც იხუმრეს როგორც ჩანს:

  • ქალიშვილი მაინც არ იყო და მრიცხველზე ეწერება თუ რა, რა მოხდა ერთით მეტი სექსი
  • ალბათ თვითონ გამოიწვია, მოკლე შორტით რომ მოძრაობდა
  • ..

გოგონამ სასწრაფოდ გააუქმა სიღნაღში ვიზიტი ვინ იცის თავის ქვეყანაში ჩვენზე რას მოყვება, თუმცა მე მაქსიმალურად შევეცადე მისი სტერეოტიპები დამემსხვრია და მგონი მეტნაკლებად შევძელი.

1 თვის წინ უნგრელ გოგონას მივწერე, რომელთანაც ძალიან ბევრი საერთო ინტერესი მქონდა და შეხვედრა შევთავაზე. შეხვედრამდე გამაფრთხილა, რომ მიზანი სექსი არ იყო და უბრალოდ მეგობრულად მხვდებოდა. ამჯერად უკვე აღარ გამკვირვებია, მაგრამ სრული შოკი მივიღე, როცა წერილი წამაკითხა საიტზე.

ვინმე გიორგი ისტერიულად სთხოვდა შეხვედრას. კატი დათანხმდა და როცა გამოსვლისას უთხრა, რომ მეგობარიც (გოგონა) მასთან იყო, გიორგი ძალიან გაბრაზდა და უყვირა, რატომ არ მითხარი, მე ძმაკაცს წამოვიყვანდიოკატიმ გადაწყვიტა შეხვედრა გაეუქმებინა, რაზეც გიორგიმ არც მეტი, არც ნაკლები აგინა, თან პირდაპირი თარგმანით: ფაქ იორ მაზერ იუ ბიჩ! ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში, მაინც არ დანებდა და გინების კომპენსაცია მასაჟით შესთავაზა. გოგონა უკვე აღარ პასუხობდა და ეშინოდა კიდეც, შემთხვევით სადმე არ შემხვდესო.

რაღა შორს წავიდე, სამი დღის წინ ერევანში სულ რამდენიმე ბიჭს შევხვდით და ყველას მაშინ, როცა საიდანღაც მივბრუნდით და ჩვენს გოგონებს აკიდებულები დაგვხვდნენ, კლუბი იქნებოდა ეს, ქუჩა თუ მარკეტი, სულ რამდენჯერმე დავტოვეთ მარტოები და ყველა ჯერზედაუპატიჟებელი სტუმრებიდაგვახვედრეს.

ჩემი მასპინძლების სიას თუ შეხედავთ, მათი 70% ან ბიჭია, ან წყვილი, ანუუკაცოოჯახები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თანხმდებიან ჩემს მასპინძლობასჩემი ქართველობიდან გამომდინარე, მიზეზებს აღარ გავიმეორებ, თუმცა ძალიან საწყენია.

სექსის დეფიციტი თითქოს არ არის თბილისში, მაგრამ აი ეს კატეგორია, მაინც პენისამოგდებული დარბის და არც არის გასაკვირი. რომელი თავმოყვარე გოგო დაწვება ბიჭთან, რომელიც მასბოზადთვლის, მერე სიამაყით მოყვება უბანში ათასჯერდანავაროტკებულიფორმით და ცოლად კიდევ უკოცნელ გოგოს ეძებს, ან პრინციპში შეიძლება უკვე ჰყავდეს კიდეც ცოლი.

მოკლედ, პრობლემის გადაჭრის გზას ვერ ვხედავ, თუ ვინმეს რამე ვერსია გაქვთმითხარით.

ერთადერთი თხოვნა მექნება უბრალოდ: ქართველოჰორნიბიჭებო, ნუ გვარცხვენთ მსოფლიოს მასშტაბით იმ ბიჭებს, ვისაც ეს არ დაგვიმსახურებია! – წერს გურამ შეროზია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here