გურამ შეროზიას მორიგი ბლოგი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა

გურამ შეროზიას მორიგი ბლოგი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა

29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომდა დღესაც, მაჟრიალებსროცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან):

  • მამაჩემი არ მიშვებს
  • აუ დედაჩემმა არ გაიგოს
  • სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
  • დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
  • ოჯახს ვერ შევარცხვენ…

პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ ეგოისტი მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

  • ხალხი რას იტყვის? – ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!

ძვირფასო დიქტატორო მშობლებო:

  • სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ „ხალხს“ არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
  • იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ „შეგარცხვინოთ“
  • იძულებით „დაოჯახებული“ და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
  • ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას „აპრავებთ“, დარწმუნებული ვარ – ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ – ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი „ოჯახი“? გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
  • თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
  • ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?

იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ „პრესტიჟს“ შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა – მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვისუღირსია“…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლადსაზოგადოების/ხალხის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ.

სიახლეები/

|

November 22, 2016 / 3:38 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მოტყუებული სტეფანო გაბანა – ნახეთ როგორ გამოიყურებოდა გოგონა, რომლითაც იტალიელი დიზაინერი დაინტერესდა?

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ინსტაგრამზე, ქართველი მოდელის, მარიამ შუკაკიძის ფოტოები გააზიარა, რომელიც აღმოჩენა მხოლოდ იტალიელი დიზაინერისთვის არ იყო, გოგონამ ქართველებიც აღაფრთოვანა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ულამაზესი გოგო, "მის ბიკინი“ 2014-ის კონკურსანტი, მარიამ შუკაკიძე იყო. გოგონა, რომელიც საქართველოში ჟიურიმ საუკეთესოდ არ აღიარა სტეფანო გაბანამ შეამჩნია.

ვინ არის სტეფანო გაბანას რჩეული ულამაზესი ქართველი გოგონა? (ფოტოები)

დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, ქართველი გოგონას, მარიამ შუკაკიძის ფოტო გამოაქვეყნა და მონიშნა კიდეც. მარიამი ბათუმელია, ფოტოს მონიშვნის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა და უფრო მეტიც, ის მილანში ფოტოსესიაზე მიიწვიეს.

სად შეხვდნენ ბახვა ბრეგვაძე და ლეტიცია კასტა ერთმანეთს?

"მოგზაურობისას შემთხვევით, ქუჩაში შემხვდა ლეტიცია კასტა, მაღაზიიდან გამოვდიოდი და რომ დავინახე, მივედი და გავიცანი. ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ვუთხარი რომ ძალიან მომწონს და მისი კოლეგა ვარ საქართველოდან. საქართველოს შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და მესაუბრა კიდეც ამის შესახებ. უამრავი კომპლიმენტი ვუთხარი და ფოტოც გადავიღეთ“ - განუცხადა ბახვამ ჟურნალ „თბილისელებს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გურამ შეროზიას “ქალთა სახეები” ფიტნეს კლუბში

3. სექს-ბომბები - ბრაზიალიანა შორტიანები, ნახევარი საჯდომი რომ გიმზერს ფაქიზად და სულ ისეთ გაწელვებს რომ აკეთებენ, "წახრას"რომ საჭიროებს და მამრობით მხარეს სავარჯიშო პროცესი რომ ჩერდება.

გურამ შეროზია: თუ ვერ “ვსექსაობთ” იქნებ ვირბინოთ მაინც…

სხვათა შორის, სირბილი საუკეთესო საშუალებაა: ნეგატიური ემოციებისგან დაცლის და ახლიდან ავსების, ენდორფინებიც გამოიყოფა, ვიზუალურადაც ვუმჯობესდებით... ჰოდა, თუ ვერ "ვსექსაობთ" იქნებ ვირბინოთ მაინც... და შესაბამისად - გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნერვებს

“ანონიმური ზარი შეუვიდა რამდენიმე დღის წინ და ახლა ალბათ უფრო დაინტრიგებული ელოდება“ – გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია „სეკრეტ სანტას“ თამაშში ჩაერთო. „ხვალ მიუვა ჩემ ადრესატს, იდეალური სეკრეტ სანტასგან შემდეგი: – ეს ფოტო, სადაც მიენიშნება, რომ თებერვალში მოგზაურობს, აქ; – ჩემი ფოტო, ფაზლით ასაწყობი (იმედია მოვასწრებ) და მერე მიპოვის, ან ვერ მიპოვნის – ფრენის ბილეთები (არ მკითხოთ როგორ გავიგე გვარ-სახელი) – სასტუმროს ჯავშანზე ნოუთი, რომ ერთად ავარჩევთ როცა უნდა თარიღები […]

რა სურპრიზი მოუწყო მეგობარმა გოგომ გურამ შეროზიას დაბადების დღეზე?

ბლოგერი გურამ შეროზია გუშინ იუბილარი იყო. როგორც თავად აცხადებს ეს დაბადების დღე მისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო.

გურამ შეროზია “კაცების შოუს” წამყვანი გახდა

ბლოგერი გურამ შეროზია, საკუთარ ძალებს მალე ტელეწამყვანის ამპლუაში მოსინჯავს. ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე "კაცების შოუს" წამყვანი გახდა. შეთავაზება წამყვანის კანდიდატურაზე, მან ერთი თვის წინ მიიღო, საპილოტე გადაცემა ჩაწერა და წამყვანად აიყვანეს. მასთან ერთად შოუს სხვა წამყვანიც ეყოლება. "მიუზიკ ბოქსი" გურამ შეროზიას დაუკავშირდა, მაგრამ ჯერჯერობით მან ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

რეკლამა