გურამ შეროზია „მხოლოდ ქართულის“ და „იქს ფაქტორის“ კონკურენციაზე: „ორივე თავს იკლავს…“

0
2484

ბლოგერი გურამ შეროზია წერს, რომ დიდი კონკურენციის შედეგად, რომელიც ორ წამყვან არხს შორის არის გაჩაღებული, ორი ძალიან კარგი მუსიკალური პროექტი მივიღეთ.

„აი, რას გვიშვება კონკურენცია

– რუსთავი 2-მა, “მხოლოდ ქართულში ” ჩადო ყველაფერი, სადაც კი ვინმე სახე ჰყავს – ყველა ერთად გამოიყვანა, ეპატაჟიც, მუღამიც და მოკლედ – დადო მშვენიერი შოუ

– არც იმედი შეეგუა ამ ამბავს, გუშინ იმდენი ვინმე ვიხილე იქს ფაქტორში, ჟიურის მოძლიერებაც გადასარევი ნაბიჯი იყო, გულშემატკივრები, ა.შ. სად გადამერთო, ვეღარ ვხვდებოდით…

მოკლედ, ამ ბრძოლა-ბრძოლაში, ორივე თავს იკლავს, რომ რაც შეიძლება მაგარი შოუ გააკეთოს და ბოლოს, ორივე პროდუქტი ფრიად მშვენიერი გამოდის.

ჩვენც, მაყურებლებს ანუ – რა გვენაღვლება, ხან ერთზე გადავრთავთ, ხან მეორეზე, ან გადავახვევთ და ვტკბებით ასე 😃❤“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here