გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

0
1980

5 ივნისს, გორში საიუბილეო მეხუთე, კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი ტრადიციული მხიარულებით დაიწყო, რომელიც, მარჯანიშვილის თეატრმა ლევან წულაძის დადგმით – “როგორც გენებოთ” გახსნა. აღსანიშნავია, რომ უკვე მეხუთე წელია, ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი ხსნის. საფესტივალო რეპერტუარი კი სლოგანს “დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში” ამართლებს. ფესტივალი ტრადიციულად გაიხსნა კოსტიუმირებული სანახაობით, რომელსაც ქუჩის თეატრი წარმოადგენდა. მსახიობები ოჩოფეხებითა თუ საკარნავალო კოსტიუმებით შემოსილნი მთელს ქალაქს ამცნობდნენ კომედიის ფესტივალის დაწყებას.

ფესტივალის პირველი სპექტაკლის დაწყებამდე, მაყურებელს კომედიის ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე მიესალმა, მადლობა გადაუხადა ერთგულ ადამიანებს მხარდაჭერისთვის და მათთან ერთად მხიარული სელფებიც გადაიღო.

კომედიის ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. ამგვარად, ფესტივალი კომედიის ფესტივალი იმართება, ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის და მოზარდ მაყურებელთა თეატრები მიიღებენ.

5 ივნისს, ფესტივალის საზეიმო გახსნ, წვიმის მიუხედავად, საზეიმო ელფერი არ დაკარგვია და მას შესანიშნავი პერფორმანსებით ნიღბოსანი მსახიობები ალმაზებდნენ.

დღეს, 6 ივნისს, გორის თეატრის მაყურებელს, კომედიის ფესტივალის ფარგლებში საშუალება ექნება, იხილოს ყაზახეთის თეატრის სპექტაკლი “ჭირვეულის მორჯულება”.

ფესტივალი იმართება- გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. მხარდამჭერები:კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია – “ბიზარტი” და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here