გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს დასრულდება

0
1315

14 ივნისს, 20.00 სთ-ზე, კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი – ,,დემონები“ დაასრულებს. სპექტაკლის რეჟისორია მიშა ჩარკვიანი, თარგმანი დავით გაბუნიას ეკუთვნის, მხატვარი: ქეთი ნადიბაიძეა, მუსიკალური გამფორმებელი: ერეკლე გეწაძე

მონაწილეობენ: თორნიკე გოგრიჭიანი, კახა კინწურაშვილი, ნატუკა კახიძე, ქეთა შათირიშვილი

სპექტაკლის დასრულების შემდეგ გაიმართება ფესტივალის დახურვის ცერემონია, რომელსაც ტრადიციული ფეირვეკი და მუსიკალური შოუ დაასრულებს.

5 ივნისს, გორში საიუბილეო მეხუთე, კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი  ტრადიციული მხიარულებით გაიხსნა,  რომელიც,  მარჯანიშვილის თეატრმა ლევან წულაძის დადგმით  –  „როგორც გენებოთ“ გახსნა. აღსანიშნავია, რომ უკვე მეხუთე წელია, ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი ხსნის.

ფესტივალი ტრადიციულად გაიხსნა კოსტიუმირებული სანახაობით, რომელსაც ქუჩის თეატრი წარმოადგენდა. მსახიობები ოჩოფეხებითა თუ საკარნავალო კოსტიუმებით შემოსილნი მთელს ქალაქს ამცნობდნენ კომედიის ფესტივალის დაწყებას.

კომედიის ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. ამგვარად, ფესტივალი კომედიის ფესტივალი  იმართება, ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას  მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის და მოზარდ მაყურებელთა თეატრები იღებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here