გოგა ბარბაქაძე დაღლილ მეუღლეს გემრიელი კერძებით ანებივრებს

0
1922

ჟურნალ „სარკის“ ახალი ნომრის ერთ-ერთი მთავარი გმირია მსახიობი გოგა ბარბაქაძე, რომელიც საკუთარ ოჯახსა და პროფესიაზე საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, მეუღლე, ასევე მსახიობი მაია დობორჯგინიძე ახლა უფრო უყვარს, ვიდრე 15 წლის წინ, როცა ოჯახი შექმნეს – „წლები გადის, მაგრამ სიყვარული არ ნელდება, პირიქით, ძლიერდება. როცა ჩვენი პირველი შვილი, გაბრიელი გაჩნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი. როცა ბარბარე დაიბადა, ეს სიყვარული გაძლიერდა. ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთს, ვიდრე ადრე. პირველ თებერვალს 38 წლის გავხდი და, ბუნებრივია, უფრო მეტი ყურადღება მჭირდება“.

გოგა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ერთმანეთს ავსებენ და გვერდში უდგანან.

„გაკვეთილების მომზადება უფრო მაიას მოვალეობაა, მე შვილების გართობა-გასეირნება მევალება. საჭმელსაც ვაკეთებ. კარგად გამომდის და რატომ არ უნდა გავაკეთო? თუ ჩემი ცოლი დაღლილი მოვიდა სახლში, არ ვარ ისეთი, დაღლილს საჭმლის გაკეთება მოვთხოვო… როგორც ამბობენ, ძალიან გემრიელ ლობიოს ვაკეთებ“.

გოგა შემოსავლების შესახებაც საუბრობს და დასძენს:

„ძალიან ცუდია, რომ დღეს, როცა ცხოვრება ხუთჯერ არის გაძვირებული, იმაზე ნაკლები შემოსავალი აქვს ჩემს ოჯახს, ვიდრე 10 წლის წინ ჰქონდა. როცა ორი თეატრის მსახიობი ხარ, არ უნდა ფიქრობდე, რას როგორ გაწვდე…“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here