„გიორგიმ ქიმიოთერაპიის წინ ცოტა მოიწყინა…“

„გიორგიმ ქიმიოთერაპიის წინ ცოტა მოიწყინა…“

გიორგი მახარაძე თურქეთიდნა ახლახან დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „სარკეს“ მსახიობის დეიდაშვილი, რეჟისორი მარიამ ქაცარავა ესაუბრა, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო გიორგის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში. სწორედ მისგან შეიტყო საზოგადოებამ, რომ მსახიობს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

დიაგნოზი თურქეთშიც დაადასტურეს და ქიმიოთერაპიის კურსი ურჩიეს. როგორც მარიამი ჟურნალთან საუბრისას ამბობს, გიორგიმ პრეპარატები თან ჩამოიტანა და ქიმითერაპიის კურსს საქართველოში გაიკეთებს, ვინაიდან თურქეთში ეს პროცედურა ძვირი ჯდება.

როდის დაიწყებს მკურნალობას?

მარიამ ქაცარავა:

უკვე უნდა დაეწყო, მაგრამ გაციებულია და ასეთ დროს არ უკეთებენ, რადგან ეს პროცედურა მთელ ენერგიას და იმუნიტეტს აცლის ორგანიზმს.

რას ამბობენ ექიმები, დამაიმედებელი პროგნოზია?

ჯერ ვერაფერს. როცა კურსი ჩატარდება, იმის მიხედვით გვეტყვიან.

თავად გიორგი რა განწყობით არის ფსიქოლოგიურად, როგორ გრძნობს თავს?

ძალიან დადებითად არის განწყობილი, ოპტიმისტურად უყურებს ყველაფერს, თუმცა ახლა უკვე ფაქტის წინაშე რომ დადგა, ცოტა მოიწყინა. ისეთი ადამიანია, რომ არასდროს მოგახვევს თავის პრობლემას თავზე. სულ კარგ ხასიათზეა და შენც არ გაძლევს მოწყენის უფლებას, სულ მასხარაობს. არ იმჩნევს თავის მდგომარეობას. ძალიან მარტივია მასთან ურთიერთობა. ასე რომ, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება…

სიახლეები/

|

January 10, 2018 / 3:37 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

პატარა თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა – ოჯახს დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც პატარა ბავშვია გამოსახული. თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, რომლის სამკურნალოდ ოჯახს დახმარება სჭირდება. გთავაზობთ ოჯახის ახლობლის, თიკო ბეჟანიშვილის განცხადებას, სადაც მითითებულია პატარას დასახმარებელი ანგარიშის ნომერიც. გამარჯობა! ეს თუთაა, დიდთვალება, უსაყვარლესი თუთა, რომელიც გაჩნდა თუ არა თავი შემაყვარა, გული გამითბო და ყოველთვის, როცა მასზე ვფიქრობ ვტკბები და ბევრ ბედნიერებას მანიჭებს მასი ყურებაც […]

გიორგი ყიფშიძე: „ჩემს ცოლს გოგო ემუქრებოდა, ეგ ბიჭი ჩემია, სადარბაზშო დაგხვდები და მოგკლავო…“

გიორგი ყიფშიძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში შევხვდით ინტერვიუსთვის. მსახიობთან საუბარი იმ ინფორმაციით დავიწყეთ, რომელიც თავად გაავრცელა „ფეისბუქზე“, გიორგიმ დაწერა, რომ თუმანიშვილის თეატრს ახლა განსაკუთრებული პერიოდი უდგას, რადგან ყველა სპექტაკლზე ბილეთები რამდენიმე წუთში იყიდება. გიორგისთან მის ბოლოდროინდელ რთულ პერიოდზეც ვისაუბრეთ, როცა მკურნალობის პროცესს გადიოდა… შენი „ფეისბუქის“ გვერდიდან შევიტყვეთ, რომ თურმე ხალხი თეატრში დადის და ბილეთებზე დიდი […]

ბელა და იოლანდა ჰადიდები ქართველი დიზაინერების სამოსში

ნიუ იორკში ბელა და ჯიჯი ჰადიდები დედის, იოლანდა ჰადიდის ახალი შოუს პრემიერას დაესწრნენ. საგულისხმოა, რომ ცნობილი დედა-შვილი, იოლანდა და ბელა ჰადიდები ქართველი დიზაინერების სამოსში იყვნენ გამოწყობილები, ბელას ირაკლი რუსაძის ბრენდის „Situationist“-ის ტყავის კაბა ეცვა, ხოლო იოლანდას – დევიდ კომას კოლექციიდან კაბა ჰქონდა მორგებული. ჯიჯიც წყალობს ქართველ დიზაინერებს, თუმცა ამჯერად „ვერსაჩეზე“ შეაჩერა არჩევანი. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი მახარაძე თანადგომისთვის მადლობას იხდის – „მიყვარხართ…“

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც ორი კვირის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სამ იანვარს თურქეთში გამოკვლევებისთვის მიემგზავრება. პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა უკვე შეგროვებულია. გიორგი თავად აქვეყნებს სტატუსს სოცქსელში და უდიდეს მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის. გიორგი მახარაძე: „პირველ რიგში, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს, ვისაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გვერდში მიდგანან და […]

რეკლამა