გიორგი ყიფშიძე მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ: „გადადებული ვიყავი…“

გიორგი ყიფშიძე მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებ: „გადადებული ვიყავი…“

გიორგი ყიფშიძემ „თბილისელებთან“ თავისი პროფესიისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ანრი ჯოხაძემ ის ნანკა კალატოზიშვილთან და პატარა შვილთან, ალექსანდრესთან ერთად, ახალ კლიპში გადაიღო. ვიდეო ბიოგრაფიული ხასიათისაა, გიორგი ანრის მამას თამაშობს, ნანკა – დედას, ხოლო ალექსანდრე ყიფშიძე მომღერლის ბავშვობას განასახიერებს.
როგორც გიორგი ამბობს, ნანკასთან კოცნის სცენა ჰქონდა, რაზეც მისმა ვაჟმა იეჭვიანა.

„ალექსანდრემ ნანკაზე იეჭვიანა, ქაჩვა დამიწყო: ნუ კოცნიო. სახლში რომ მივედით, ჩემს ცოლს უთხრა: გაბრაზებული, ნაწყენი ვარ მამაზე, ვიღაც ქალს აკოცაო. არ მელაპარაკებოდაო. ანა მოკვდა სიცილით: არა, შვილო, სამსახურია, მეგობარი. ნანკა მეგობარია, აბა, რა არის. ერთად გავიზარდეთ“, ამბობს მსახიობი.

გიორგიმ გულწრფელად ისაუბრა იმ პერიოდზე, როცა მეორე მეუღლესთან, ანა ჩიკვილაძესთან, დაშორებული იყო და ეს, მისივე თქმით, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში მოხდა:

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში მოგვიწია ცალ-ცალკე ყოფნამ: ჭორები იყო, რაღაცები. ორივე შვილთან ასეთი რამ დამემართა. პირველი ორი წლის იყო, როცა ოჯახი დამეგრა, ახლაც, ალექსანდრე ორი წლის იყო, როცა ეს დაგვემართა. ალბათ, ის ასაკი ემთხვევა, როცა ქალი ორი წლის შვილზეა გადაფოფრილი, სხვა ურთიერთობები კი მივიწყებას ეცემა ხოლმე. ამიტომ, რაღაცები ინგრევა. ვეღარ გითმობენ სათანადო ყურადღებას, შენც ეჭვიანობ შვილთან მიმართებაში და მერე ინგრევა ურთიერთობა, რასაც თავიდან უნდა დალაგება. აქაც აგვერია და ძალიან ცუდად ვიყავი, დისკომფორტში, უცხო მდგომარეობაში. პაპები რომ აკეთებდნენ ხოლმე, მეც ჩემი ძმაკაცები წავიყვანე და აივანთან ვუმღერეთ. გამოვიდა, ჩამოვიდა, ოღონდ ისე: რა გოიმობებს მიკეთებ, ჯანდაბას, ხვალ დაგირეკავო…“

გიორგიმ ასევე გასცა პასუხი მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებას, რომელიც, მისი თქმით, უკვე აღარ აწუხებს:

„იყო ყველანაირი რთული რაღაცა, გადადებული ვიყავი. ის წლები არ მახსოვს, ამოჭრილია ჩემი ცხოვრებიდან. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ადამიანს გინდა. ჩემი ცოლისა და დედაჩემისგან ძალიან დიდი სტიმული იყო. მამაჩემმა ერთი პერიოდი ხელიც ჩაიქნია: არ არსებობს, არ მინახავს გადარჩენილი და ამ სიტუაციიდან გამომძვრალი კაციო. დაგიმტკიცებ-მეთქი და დავუმტკიცე“, დასძენს მსახიობი.

სიახლეები/

|

October 23, 2017 / 4:37 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი. ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი […]

42 წლის თინა კანდელაკის ფორმაში ყოფნის საიდუმლო – „არანაირი ვარჯიში და დიეტა არ გიშველით, თუკი…“

42 წლის თინა კანდელაკი შესანიშნავ ფორმაშია და სხეულის დემონსტრირებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე არ ერიდება. ტელეწამყვანი ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და თავის მოვლაც არ ესწავლება, თუმცა, გვარწმუნებს, რომ მისი რეცეპტი მაინც განსხვავებულია და აღნიშნავს: „მეგობრებო, არანაირი სპორტი და დიეტა არ გიშველით, თუკი ალკოჰოლს მოიხმართ. ალკოჰოლი არის ბოროტება. ამ შაბათს ეროვნულ ვარჯიშს გამოვტოვებ, თქვენ ივარჯიშეთ მანდ, ჩემ მაგივრად, […]

სოფო ნიჟარაძე უცხოური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“

სოფო ნიჟარაძე „Daf Bama Music Awards“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უცხოური მუსიკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევს, წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იმართება. დასკვნითი შოუ დღეს, 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. სოფო ნიჟარაძე უკვე გერმანიაშია, სადაც მას კონკურსის ორგანიზატორები ვარდებითა და ლიმუზინით დახვდნენ. დღეს სოფო გალაკონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იქნება და სიმღერას შეასრულებს. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი ყიფშიძე ქობულეთში ბარმენად მუშაობს

მსახიობი გიორგი ყიფშიძე არცთუ იშვიათად საუბრობს თავისი ოჯახის ფინანსური პრობლემების შესახებ. მსახიობი აღნიშნავს, რომ საკუთარი პროფესიით საარსებოდ ძალიან ცოტას გამოიმუშავებს და თავის გატანა საქართველოში მსახიობებს ძალიან უჭირთ. გიორგი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მსახიობებისთვის ხელფასების დაკლებას. ახლახან გიორგიმ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნავს, რომ ქობულეთის ერთ-ერთ ბარში დაიწყო მუშაობა, მსახიობი ბარმენის პოზიციაზე. წინა წლებშიც არაერთხელ […]

გიორგი ყიფშიძის გზა დეპრესიის დასაძლევად – „ამ ყველაფერს ხმამაღლა უთხარი…“

გიორგი ყიფშიძე ყველას ურჩევს, როცა დეპრესია შეუტევთ და სხვა გამოსავალს ვერ პოულობენ, ჩაალაგონ ბარგი და სამოგზაუროდ გაეშურონ. ამისთვის, მისი მტკიცებით, არცთუ ბევრი ფულია საჭირო. მის სტატუსში, ცენზურის თვალსაზრისით, მცირე კორექტივა შევიტანეთ. გიორგი „ფეისბუქზე“ წერს: „მოგბეზრდა, ერთი და იგივე რომ ხდება ყოველდღე, გრძნობ, რომ არავის სჭირდებია, კოცელი დილა პრობლემების გამო სტრესტულად იწყება? ჩაიხედე სარკეში, ამ ყველაფერს […]

ნატალია ყიფშიძის ფოტო საცურაო კოსტიუმში მამამ არ მოიწონა

როგორც ჩანს, გიორგი და კრისტი ყიფშიძის თინეიჯერი ქალიშვილი, ნატალია, დედის გზას დაადგება. მას კარგი სამოდელო მონაცემები აქვს და მისი დემონსტრირება საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოთი მოახდინა. ნატალიას ეს ფოტო ძალიან მოუწონეს. კრისტიმ ის საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა. სწორედ აქ ნახა ის ნატალიას მამამ, მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ და როგორც ჩანს, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო დიდად არ მოეწონა. […]

რა სთხოვა გიორგი ყიფშიძეს პატრულმა ქალმა „- ცოლი არ აეჭვიანო…“

„საინტერესო ამბავი გადამხდა ახლა ქალაქში. მეგობართან ერთად ახალ მანქანას ვტესტავდით და უცბად პატრულმა გაგვაჩერა. გადმოვიდა ქალი პოლიციელი და მთხოვა ერთი წუთით მანქანიდან გადმოსვლა ძალიან ზრდილობიანად. რომ გადავედი, ტელეფონის ნომერი მთხოვა“ – წერს გიორგი ყიფშიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. მსახიობის ამ თავგადასავალს სოცქსელში მისი მეგობრების მხრიდან დიდი მხიარულება მოჰყვა. „მოკლედ, რა მოთხოვნადი ხარ“ „ნახე, გოგონებს როგორ უყვარხარ, […]

გაუნაწყენდა თუა რა გიორგი ყიფშიძეს მამა მასზე გაკეთებული კომენტარის გამო – „ჩემ დაუკითხავად მოხდა ყველაფერი…“

ზურა ყიფშიძე „სარკესთან“ კომენტარს აკეთებს იმ ხმაურიანი ინტერვიუების გამო, რომელიც პრესას მისმა შვილმა, გიორგი ყიფშიძემ მისცა და აღნიშნა, რომ ცნობილ მსახიობს ფინანსურად ძალიან უჭირს. ზურა ყიფშიძე თავს უხერხულად გრძნობს და აღნიშნავს, რომ არავისი საქმე არ არის, უჭირს თუ არა მას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაუნაწყენდა თუ არა გიორგის, როცა მან ასეთი განცხადება გააკეთა, ცნობილი მსახიობი პასუხობს: თავს […]

რეკლამა