გიორგი წერეთელი ნინი შერმადინთან ერთად ამღერდა

0
2462

28 აპრილს აშშ-ში, ნიუ იორკში, ქართველი ემიგრანტებისთვის გიორგი წერეთლისა და ნინი შერმადინის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ნინი შერმადინმა კონცერტის შემდეგ ერთ-ერთი მსმენელის შეფასება გამოაქვეყნა. როგორც წერილშია აღნიშნული, მსმენელმა დიდი სიამოვნება მიიღო გიორგი წერეთლისა და ნინის კონცერტზე დასწრებისას და საკუთარი ემოციები გაუზიარა მომღერლებს.

როგორც ნინიმ აღნიშნა:

„28 აპრილს ჩატარდა ჩემი და გიორგის პირველი ერთობლივი კონცერტი. ნამდვილად ძალიან ვღელავდი და რაღა დაგიმალოთ და მეშინოდა კიდეც, როგორ მიიღებდა ორი განსხვავებული ჟანრის მომღერლის კონცერტს ხალხი. მინდა ვთქვა, რომ კონცერტი შედგა. მარტო ამ წერილის მიღების შემდეგ ვთვლი, რომ ღირდა ეს საღამო. ამ ქალბატონის შეფასება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის იმიტომ, რომ ძალიან კარგად ესმის და აფასებს ხელოვნებას. დიდი მადლობა გიორგი წერეთელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა, რომ საღამო შემდგარიყო. ჩემს გოგოებს განსაკუთრებული მადლობა, რომ ყოველთვის და ყველაფერში გვერდით მიდგანან. განსაკუთრებული მადლობა დავით ღვინიანიძეს, რომელმაც ასე გაგვილამაზა საღამო ❤ მაიკოს დიდი მადლობა და რაც ყველაზე მთავარია, ჩემს ემიგრანტებს ამერიკაში. ალბათ არასდროს მეყოფა სიტყვები, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება, სიყვარული და პატივისცემა თქვენდამი! მიყვარხართ და ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ ❤❤❤ პატივისცემით მუდამ თქვენი ნინი შერმადინი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here