გიორგი ვარდოსანიძის აღიარება: “სალომესთან დაშორება მძიმედ გადავიტანე…“

გიორგი ვარდოსანიძის აღიარება: “სალომესთან დაშორება მძიმედ გადავიტანე…“

მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ “სარკის“ დღევანდელ ნომერში თავისი ცხოვრების და სალომე ჭაჭუასთან დაშორების შესახებ ისაუბრა. გიორგიმ ინტერვიუში აღიარა, რომ არასდროს სჯეროდა სიტყვა დეპრესიის, მაგრამ მართლაც გამოიარა მძიმე მომენტები, რამაც გაზარდა და რაღაცები გადააფასებინა. კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა მისი ცხოვრების მძიმე მომენტები სალომე ჭაჭუასთან დაშორებას, გიორგიმ უპასუხა:

“ის პერიოდი ძალიან ცუდად, მძიმედ, რთულად გადავიტანე. ვისაც თავში ჭკუა აქვს, ოჯახის დანგრევას კარგად ვინ გადაიტანს? დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად და სალომეც ასე იყო. მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება. დრო ჩემთვის მკურნალი აღმოჩნდა, ბევრი რამ გადამაფასებინა, ბოდიშის მოხდა და ჩემი სიმართლის ბოლომდე გატანა არაა სირცხვილი“ – ამბობს მსახიობი. გიორგი ასევე ამბობს, რომ მათი წყვილი პირველი არაა, ვინც დაშორდა – “სალომეს ძალიან ვაფასებ, ჩვენ მტრები არ ვართ და ვერც ვერასდროს ვიქნებით. ყოველდღე – არა, მაგრამ ათასში ერთხელ ვკითხულობთ ერთმანეთს…“

გიორგი ჟურნალთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ახლა მისი გული თავისუფალია და შეყვარებული არ ჰყავს. მსახიობი სახლის აშენებაზე ოცნებობს და იმედი აქვს, რომ ამ სურვილს ოდესმე აიხდენს…

სიახლეები/

|

December 2, 2015 / 12:56 pm

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი ვარდოსანიძე ამოყირავებულ მანქანებზე: „კიდევ კარგი, იმას არ გვეუბნებით, რომ სექსი გვქონდეს ფრთხილად…“

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე თბილისში ამოყირავებული მანქანების კამპანიას ეხმაურება. სოციალურ ქსელში მთელი დღე მუსირებს თემა და უკვე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, მათ შორისაა გიორგიც: „ვაა, რა „დერსკი“ ინსტალაციები გააკეთეთ მთელ თბილისში, ამოყირავებული მანქანის. მივხვდი, რისი თქმაც გინდოდათ. ფრთხილად იარე, თორემ ეგ მოგივაო. კიდევ კარგი, იმის თქმას არ აპირებთ, რომ სექსი გქონდეთ ფრთხილად, თორე შეიძლება, ფეხი […]

ილიკო სუხიშვილის კომპლიმენტი სალომე ჭაჭუას, როცა მან ქართული ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას ქართული ცეკვა, რუსკა ქარქაშაძესა და იაკობ ყუფუნიას ჯუთასთან და ირინა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის ხანჯლურთან ერთად, სუხიშვილების ტურის განსაკუთრებული ნომრები გამოდგა. ასევე ძალიან კარგი აჭარული შემოგვთავაზეს ჯულიანა ბარგ-ნარმა და ამიკო ჩოხარაძემ. გუშინდელ ტურზე პროექტი არავის დაუტოვებია, ყველა მონაწილე პროექტში დარჩა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ილიკო და ნინო სუხიშვილები და გოჩა ჩერტკოევი. […]

გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას ეროტიკული ვენური ვალსი (ვიდეო)

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და როგორც იქნა, მონაწილეებმა ჟიურის საქებარი სიტყვები დაიმსახურეს. როგოც გოჩა ჩერტკოევმა თქვა, ბევრი წყვილი წინა ეპიზოდზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა საცეკვაო პარკეტზე და უკეთესად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. გუშინდელი საღამოს თემა თავისუფალი იყო, შესაბამისად, წყვილებმა თავად შეარჩიეს სასურველი ცეკვები. ტურის ლიდერები გახდნენ გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა, რომლებმაც ვენური ვალსი […]

გიორგი ვარდოსანიძის მეორე ცოლი მასზე 10 წლით უფროსია

გიორგი ვადროსანიძე უკვე ერთი წელია დაქორწინებულია. პირველ მეუღლეს, სალომე ჭაჭუას საკმაო ხანია, რაც გაშორდა და ცოლად ავსტრალიაში მცხოვრები ქალბატონი მოიყვანა, რომელიც მასზე უფროსია, თუმცა მსახიობი თავს ძალიან კარგად გრძნობს. „მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი. წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის“, აღნიშნავს „თბილისელებთან“ […]

„ეს გოგო მკვდარსაც ააცეკვებს“ – სალომე ჭაჭუა ისევ იწვევს მაყურებლის აღფრთოვანებას

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონი გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. ახალი სეზონის პირველ გადაცემაში საინტერესო ნომრები ვიხილეთ, თუმცა ტურის უდავო ლიდერები იყვნენ ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე და სალომე ჭაჭუა და გიორგი გილიგაშვილი. თქვენს ყურადღებას ამ უკანასკნელი წყვილის ცეკვაზე შევაჩერებთ. ვიდეოს შემოგთავაზებთ და ასევე კომენტარებს, რომლებიც მათი ცეკვის შემდეგ სოციალურ ქსელში მაყურებელმა გააკეთა. „ეს გოგო მკვდარსაც ააცეკვებს“ „აი […]

რეკლამა