გიორგი ვარდოსანიძემ “რუსთავი 2” სკანდალურად დატოვა?

გიორგი ვარდოსანიძემ “რუსთავი 2” სკანდალურად დატოვა?

მსახიობის და ტელეწამყვანის, გიორგი ვარდოსანიძის გარშემო ჭორები არ წყდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გადაცემა “გააცინე და მოიგე” სკანდალურად დატოვა. ამბობენ, რომ ის შეყვარებულია. გავრცელებულ ჭორებს ვარდოსანიძემ ჟურნალ “თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოჰფინა ნათელი.

– ვიცი საიდან გაჩნდა ჭორი “რუსთავი 2”-ის დატოვების შესახებ. სწორედ იმ დღეს, როცა გადაცემის ჩაწერა მქონდა, თეატრში პრემიერა დაემთხვა, ამიტომ გადაცემის წაყვანა ნიკა არაბიძეს მოუწია და ჭორიც აქედან გავრცელდა. არც “რუსთავი 2″ დამიტოვებია სკანდალურად და არც გადაცემის წამყვანობაზე მითქვამს უარი”- აცხადებს გიორგი “თბილისელებთან” საუბრისას. რაც შეეხება ჭორს, იმის შესახებ, რომ მსახიობი შეყვარებულია, გიორგი ვარდოსანიძე აცხადებს რომ ეს ასე არ არის. “მყავს მეგობარი, კარგი გოგო. ეს ახალი ურთიერთობაა და თუ მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა, ამას არ დავმალავ”-განაცხადა მსახიობმა.

სიახლეები/

|

November 21, 2016 / 12:52 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

“იქს ფაქტორმა“ სოფო საჟინიანს სიყვარული აპოვნინა

22 წლის სოფო საჟინიანის გამოჩენამ "იქს ფაქტორში“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა, მომხიბვლელი მომღერლის მიმართ ისეთი დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ მისმა ვიდეომ სოციალურ ქსელში, ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა. მისი გამოსვლა 45 000 ადამიანმა ნახა. ახალგაზრდა მომღერალმა ბედი „იქს ფაქტორში“ ორი წლის წინაც სცადა, თუმცა სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ პროექტში ვეღარ მოხვდა. "მიუზიკ ბოქსი“ სოფო საჟინიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

“ნახევარ თბილისთან ნაწოლ გოგოსთან, კომფორტულად ვერ ვიქნებოდი”

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, მორიგ პოსტს აქვეყნებს. “გამეფებული დოგმების მიხედვით, “გოიმი” გამოვდივარ… 1.სუშიზე მეტად ხინკალი და ელარჯი მიყვარს 2. ინტრაგრამს დღემდე ვერ შევეგუე და ფეისბუქზე ვცხოვრობ 3. კარაოკეში სიამოვნებით ვმღერი “ა სტუდიოს”, კორნის და ზვერის (ნუ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები) სიმღერებს 4. ჯაზზე მეტად პოპი მიყვარს 5. როცა არ მეჩქარება და მანქანას ვტოვებ, სიამოვნებით ვმგზავრობ […]

“ორივე სალომეს გაიგდებენ და ათრევენ“ – სალომე ჭაჭუას და სალომე ღვინიაშვილის ტანგო

"იმედზე“ გუშინ ახალი გადაცემა "პრაიმ შოუ“ დაიწყო. გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, რატომ თქვა "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარი, ერთ-ერთმა წამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა. სალომემ ნოე სულაბერიძეს პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ პროექტში იმ შემთხვევაში იცეკვებს თუ მისი მეწყვილე, სალომე ჭაჭუა იქნება. რის საპასუხოდ, ნოემ სალომეს სთხოვა, ჭაჭუასთან ერთად ჯერ პირდაპირ ეთერში ეცეკვა. სალომე ჭაჭუამ და სალომე ღვინიაშვილმა "პრაიმ შოუში“ ტანგო იცეკვეს და შემდეგ სეზონზე, ერთად მონაწილეობაზე თანხმობაც მიიღეს. "მე მგონი ამ ვიდეოს გამო ორივე სალომეს გაიგდებენ ინტერნეტში და ათრევენ“ - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ, რას წერს გიორგი ვარდოსანიძე როსტოს დაკავების შემდეგ

გიორგი ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "როსტო ჩემი მეგობარი არ არის. ვიცნობ ისე, როგორც ნახევარზე მეტ თბილისს და მითუმეტეს ის მეორე ბიჭი საერთოდ არვიცი ვინ არის ვინც მასთან ერთად დაიჭირეს !!! ეს იმიტომ დავაკონკრეტე, ვინმემ არ თქვათ მეგობრებს იცავსო.. არც დაცვას ვაპირებ და არც იმის თქმას, ვინ რას იმსახურებს ან არ იმსახურებს, ეს კანონის და ყოველი სუბიექტის ინდივიდუალური საქმეა .. მე უბრალოდ ერთი შეკითხვა ამეკვიატა და უნდა გავაჟღერო. ნუთუ არ გ ე ყ .... ბ ა თ, რომ შეიძლება ღამით სადმე ჩიხში ადამიანი გააუპატიურონ ან მოკლან და ეს დამნაშავე თუ დაიჭირეს და გაასამართლეს, მოიხდის იგივე ან ნაკლებ სასჯელს, რაც უნდა მოიხადოს ამ ორმა ადამიანმა ნარკოტიკის შენახვისათვის ?!!! .... მე პირადად მაგრად მ ე ყ .... ბ ა ასეთი კანონმდებლობა რომ მიცავს ან მაძლევს ქმედების გეზს .. !!! მ ე ყ ....ბ ა !!! უკაცრავად რომ ვუზრდელობ, მაგრამ ამ დროს ზრდილობაზე ფიქრიც მ ე ყ ....ბ ა !!!"

დანგრეული ცნობილი ოჯახები

ცნობილი ადამიანების ოჯახები, მუდმივად იქცევს ხალხის ყურადღებას. გრანდიოზული ქორწილების, რომანტიული სიყვარულის და ორიგინალური სიურპრიზების მიუხედავად, მათი ოჯახები, ხშირად დიდხანს ვერ ძლებს და მალე ინგრევა.

ვისთან ერთად გაემგზავრა გიორგი ვარდოსანიძე ვენეციაში?

მსახიობი, გიორგი ვარდოსანიძე იტალიაში გაემგზავრა. მასთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა მისი მეგობარი გოგონა, თათული თოხვაძე. გიორგიმ აეროპორტში გადაღებული ფოტო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გიორგი და თათული ვენეციაში იმყოფებიან და როგორც ჩანს კარგადაც ერთობიან.

რის გამო იხდის ბოდიშს გიორგი ვარდოსანიძე?

ამ განცხადებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გიორგიმ მალევე ჩააცხრო საზოგდოების მღელვარება, ფეისბუქზე  დაწერა, რომ სტატუსი, უბრალოდ მეგობრის ცუდი ხუმრობა იყო და საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

გიორგი ვარდოსანიძე დაინიშნა

მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე დაინიშნა, ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალურ ქსელში ნიშნით "დანიშნულია" აცნობა.

რეკლამა