გიორგი სუხიტაშვილი კინომუსიკის პროექტის შესახებ – „მინდა, ალბომში გავაერთიანო…“

0
1053

გიორგი სუხიტაშვილმა S-ბენდთან ერთად ორ ახალ ლაივჩანაწერზე იმუშავა. „პირველი არხის“ გადაცემა „აკუსტიკისთვის“ „ტრიალებს“ და „ლავ-სთორი“ განსხვავებული ვერსიებით, ცოცხლად ჩაიწერა. მოგვიანებით, ამ ორი კომპოზიციის ახალი ვერსიები ინტერნეტშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მომღერალი ამჟამად კინომუსიკის პროექტზე ფიქრობს, რომლის ალბომად შეკვრა აქვს განზრახული.

გიორგი სუხიტაშვილი:

„ტრიალებს“ და „ლავ სთორი“ ამ ორი სიმღერის ლაივ-ვერსიები ჩავწერეთ გადაცემა „აკუსტიკისთვის“. ამ ბოლო დროს ყოველთვის ასეთ ჩანაწერებს ვანიჭებ უპირატესობას და არა სტუდიურს. მესმის, რომ ეს ძველმოდურია, მაგრამ უფრო მეტად მომწონს, როცა ექვსი ადამიანია ჩართული და როგორც იმ მომენტში უკრავ და მღერი, ის ჩანაწერი რჩება.

„მთვარეო“ და „მიმღერე რამე“ ზუსტად ასე გაკეთდა. კინომუსიკის პროექტზე ვმუშაობ და მინდა, ძველი კომპოზიციების ახალი ვერსიები ერთ ალბომში გავაერთიანო.

კონცერტიც ხომ არ იგეგმება?

როგორც იცი, მარტო ვმუშაობ, არც პროდიუსერი მყავს და არც გუნდი. კონცერტის გაკეთების სურვილი ყოველთვის მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად იქნება შესაძლებლობა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here